საქართველოს პენცენტრის განცხადება საფაროვის საქმეზე
ამავე კატეგორიაში



სიახლეები

საქართველოს პენცენტრის განცხადება საფაროვის საქმეზე


2018-10-17


30 სექტემბერს მოკლეს 25 წლის ვიტალი საფაროვი. ჩვენი ცნობით (რასაც მედიაში გავრცელებული მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს), საფაროვთან შელაპარაკება მოხდა იმის გამო, რომ ის ბარში მყოფ სტუმრებს სახელმწიფო ენაზე არ ესაუბრებოდა. საქმე აღძრულია მკვლელობის მუხლით, თუმცა, არსად ნახსენები არაა ქსენოფობიის ნიადაგზე მკვლელობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დაკავებულები, დაუდასტურებელი ცნობით, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან, კიდევ უფრო ცხადი ხდება მკვლელობის სავარაუდო ქსენოფობიური მოტივი.

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოიძიებლობა კი დაასუსტებს ამ ჰუმანურ იდეას და ბუნებრივია, გააძლიერებს ქსენოფობიურ განწყობებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ საგამოძიებო უწყება საქმეს სწორ კვალიფიკაციას მისცემს და, სხვა არაერთი მძიმე ფაქტის მსგავსად, ამ ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობის საქმესაც თაროზე არ შემოდებს.

საქართველოს პენცენტრი სამძიმარს უცხადებს ვიტალი საფაროვის ოჯახს.