პენცენტრის შეთვაზება ნათია კაპანაძეს
ამავე კატეგორიაში





სიახლეები

პენცენტრის შეთვაზება ნათია კაპანაძეს


2019-04-21


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. სასამართლოს სრულად დაქვემდებარების შემდეგ ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის „მიეხედა“. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ის ტელევიზია, რომლიდანაც, მაყურებლის ტვინის რეცხვის ნაცვლად, დაბალანსებული, ღირებული და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ რატიანის საქმეზე სწორედ ამ ტელევიზიით გავიდა არაერთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური ინტერვიუ და რეპორტაჟი, რაც, სახელისუფლებო დეზინფორმაციის ფონზე, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს პენცენტრის ბრძოლის გენერალური ხაზი გამოხატვის თავისუფლებაზე გადის. მიგვაჩნია, რომ ნათია კაპანაძის გადაყენება ისედაც შევიწროებული გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო დაკნინებას და ამ იდეის პარტიულ-სახელისუფლებო აკვიატებებზე მიბმას გულისხმობს.

თანადგომას ვუცხადებთ ნათია კაპანაძეს. გვსურს, ეს სიტყვიერი სოლიდარობა პრაქტიკული ჟესტითაც გავამყაროთ, შესაბამისად, მას ვთავაზობთ, გახდეს საქართველოს პენცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ვფიქრობთ, მისი შემოსვლით პენცენტრის იდეა კიდევ უფრო გამყარდება.

საქართველოს პენცენტრი