წევრობა



  • პენ-ცენტრის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც იზიარებს საქართველოსა და საერთაშორისო პენ-ცენტრის წესდებებში ასახულ ღირებულებს და მიზნებს.
  • დაუშვებელია პენ-ცენტრის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  • პენ-ცენტრის წევრობის მსურველი წერილობით მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც განცხადების მიღებიდან არაუმეტეს ერთი თვისა განიხილავს წევრობის მსურველის განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას

      1. პირის პენ-ცენტრის წევრად მიღების ან

      2. პირისთვის პენ-ცენტრის წევრად მიღებაზე უარის თქმის შესახებ.


         პენ-ცენტრის წევრობის მსურველმა სამეთვალყურეო საბჭოს უნდა წარუდგინოს:


  • ) წერილობითი განცხადება.
  • ) სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრის სარეკომენდაციო წერილი.
  • ) cv  (cv-ში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი პირის შემოქმედებითი საქმიანობა)
  • ) ელექტრონული ფოტო სურათი (3X4)



        წევრს უფლებამოსილება უწყდება:



  • ) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
  • ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
  • ) გარდაცვალებისას;
  • ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მისი პენ-ცენტრიდან გარიცხვის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.
  • ) საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში.

         წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს პენ-ცენტრის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებებს ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, პენ-ცენტრის სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, სამეთვალყურეო საბჭოს  

        გადაწყვეტილებით შეიძლება გაირიცხოს პენ-ცენტრიდან.


       პენ-ცენტრის წევრს უფლება აქვს:


  • ) მიიღოს ინფორმაცია პენ-ცენტრის საქმიანობის შესახებ;
  • ) მონაწილეობა მიიღოს გენერალურ ანსამბლეაში და აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი/წევრები და პრეზიდენტი;
  • ) დადგენილი წესით ისარგებლოს პენ-ცენტრის კუთვნილი ქონებით;
  • ) სამეთვალყურეო საბჭოს და პრეზიდენტს წარუდგინოს მოსაზრებები პენ-ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.


       გაერთიანების წევრი ვალდებულია:


  • ) დაიცვას პენ-ცენტრის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
  • ) გაუფრთხილდეს პენ-ცენტრის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
  • ) გადაიხადოს საწევრო შენატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.



ბეჭდვა PDF
  • სიახლეები
  • ჩანაწერები
  • ბლოგები


"ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”

“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”.

მერაბ მამარდაშვილი




ქართული სუფრის მთავარი ძალა  მეღვინეობის ორგანული ტრადიციის ქრისტიანულად მართვაში მდგომარეობს. მისი სოციალური ,,ინფრასტრუქტურა“, შელახულობის მიუხედავად, მთელ ქვეყანას მო-იცავს და ამ მხრივ ყველა პურმართალ ოჯახშიგანათლების კერა ბჟუტავს. მიდღეგრძელებია ასეთი ოჯახები!

სუფრის მართვა ჯერ თავმდაბლობას, შემდეგ ჭკუას და  ცოდნას მოითხოვს, გაძღოლისათვის  საჭირო ყველა მოწყობილობაში ჩახედულობას  და გარკვეულობას. აქ მთელი რიგი საკითხებია,  რისთვისაც გზიდან მიბრუნება ან საფრთხის ჭვრეტით მიმართულების შეცვლა, საჭირო არ იქნება.

დაწვრილებით

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა პენ–ცენტრის საიტი?




პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates