მიზნები

პენ-ცენტრის მიზნები და ამოცანები 


3.1. პენ-ცენტრის მიზნები და ამოცანებია:

ა) საქართველოში მოქმედი მწერლების, ჟურნალისტების და გამომცემლობების უფლებების დაცვა;

ბ) ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია;

დ) შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება საერთაშორისო ლიტერატურულ ორგანიზაციებთან და წრეებთან;

ე) საქართველოში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია;

ზ) საქართველოში მოქმედი მწერლებისა და ჟურნალისტების სოციალური ინტერესების დაცვა;

ვ) ქართული ლიტერატურის თარგმნა უცხოურ ენებზე.


საქმიანობის ფორმები


4.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად პენ-ცენტრი:

ა) თანამშრომლობს არასამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებთან;

ბ) თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის აწესებს ლიტერატურულ პრემიებს;

გ) ხელს უწყობს მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;

დ) ეწევა საგანმანათლებლო, მთარგმნელობით და საგამომცემლო საქმიანობას;

ე) საზოგადოებაში ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის აწყობს სხვადასხვა სახის შეხვედრებს, კონფერენციებსა და ღონისძიებებს;

ვ) ლიტერატურის სფეროში მოღვაწე პირების საავტორო, პროფესიული და სოციალური უფლებების დაცვის მიზნით აწყობს სხვადასხვა სახის შეხვედრებს, კონფერენციებსა და ღონისძიებებს;

ზ) ქმნის პენ-ცენტრის ვებ გვერდს;

თ) ეწევა დამხმარე სახის სამეწარმეო საქმიანობას;

ი) უფლება აქვს განახორციელოს სხვა ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით

ბეჭდვა PDF
  • სიახლეები
  • ჩანაწერები
  • ბლოგები


"ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”

“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”.

მერაბ მამარდაშვილი




ქართული სუფრის მთავარი ძალა  მეღვინეობის ორგანული ტრადიციის ქრისტიანულად მართვაში მდგომარეობს. მისი სოციალური ,,ინფრასტრუქტურა“, შელახულობის მიუხედავად, მთელ ქვეყანას მო-იცავს და ამ მხრივ ყველა პურმართალ ოჯახშიგანათლების კერა ბჟუტავს. მიდღეგრძელებია ასეთი ოჯახები!

სუფრის მართვა ჯერ თავმდაბლობას, შემდეგ ჭკუას და  ცოდნას მოითხოვს, გაძღოლისათვის  საჭირო ყველა მოწყობილობაში ჩახედულობას  და გარკვეულობას. აქ მთელი რიგი საკითხებია,  რისთვისაც გზიდან მიბრუნება ან საფრთხის ჭვრეტით მიმართულების შეცვლა, საჭირო არ იქნება.

დაწვრილებით

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა პენ–ცენტრის საიტი?




პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates