ახალი სიტყვა ქართული სუფრის ეკიპაჟისა და პილოტაჟისათვის


ქართული სუფრის მთავარი ძალა  მეღვინეობის ორგანული ტრადიციის ქრისტიანულად მართვაში მდგომარეობს. მისი სოციალური ,,ინფრასტრუქტურა“, შელახულობის მიუხედავად, მთელ ქვეყანას მო-იცავს და ამ მხრივ ყველა პურმართალ ოჯახში განათლების კერა ბჟუტავს. მიდღეგრძელებია ასეთი ოჯახები!

სუფრის მართვა ჯერ თავმდაბლობას, შემდეგ ჭკუას და  ცოდნას მოითხოვს, გაძღოლისათვის  საჭირო ყველა მოწყობილობაში ჩახედულობას  და გარკვეულობას. აქ მთელი რიგი საკითხებია,  რისთვისაც გზიდან მიბრუნება ან საფრთხის ჭვრეტით მიმართულების შეცვლა, საჭირო არ იქნება.

მიზანს ამჯერად ქმნის დაკვირვება  ტრადიციულად აღიარებული სადღეგრძელოების თანმიმდევრობაზე. მათ შემთხვევაშიც  ნათქვამზე უფრო  მნიშვნელოვანი ნაგულისხმევია და მის არსში წვდომა არ მიმაჩნია  იმპროვიზაციის უნარის ჩაკვლად. პირიქით, ამ ვიწრო გზაზე შესაძლებელია მეტი სასიცოცხლო ძალის მოპოვება ცნობიერი საზრდოობისათვის, რითაც  განსხვავდება ნამდვილი სუფრა  თალიას მსახურებისაგან.

პირველი სადღეგრძელო  ქვეყანაზე მყოფის ცაში მყოფთან მისალმებას და მის საქმის ყურში ჩაყენებას ჰგავს. ღმერთს დიდება და  ჩვენ მშვიდობა,  ვამბობთ და ერთმანეთს თანხმობის ნიშნად სიტყვას ვუზიარებთ, ვსვამთ და შევისმენთ.

მეორე სადღეგრძელო- შეკრების მიზეზი,  კურსის მიხედვით  მიმართულების განმსაზღვრელია. ის ამავე დროს სუფრის გაშლა- გაწყობისათვის მიზეზის ქონის აუცილებლობას მიუთითებს.  მრავალი მიზეზიდან  ოთხი ძირითადი მიზეზი გამოვყოთ, მათგან მთავარი-სადღესასწაულო მიზეზია   სხვადასხვა მოვლენის აღსანიშნად დაწესებული.  მეორე მიზეზი- მოულოდნელობაა, რომელიც  არსებითი მნიშვნელობის მქონე  ღვთის ნებას ადამიანის სტუმრობით გამოავლენს. მომდევნო ორი- სალხინო და საჭირვარამო მიზეზებია, ისინი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი განსაცდელები არიან, გარდაუვალობის შედეგად წარმოიქმნებიან და ჩვენი მხრიდან გასტუმრებას და გამასპინძლებას საჭიროებენ.

ქართული სუფრა ტრადიციულად ჭირსაც და ლხინსაც სადღეგრძელოების ერთი და იმავე თანმიმდევრობით   მასპინძლობს. განსხვავება მხოლოდ სუფრის ხასიათშია: ჭირის დასასრული ზარია, ლხინის დასასრული-მრავალჟამიერი.  ერთი შეხედვით  უცნაურ  გარემოებას ქმნის სადღეგრძელოების ერთი და იგივე შინაარსი, რაც ზოგადად შეიძლება გავიგოთ  მწუხარებასა და სიხარულზე ,,ადრე მიმდრეკი“ თვისებისაგან დახსნილობა, რადგან სალხინო და საჭირვარამო მოვლენებზე ცნობიერად ამაღლებული ადამიანი ფლობს რა მათ ენას, თავად ახდენს მათზე გავლენას.

 

 

 სხვაგვარად, როგორ მოიაზრება ჭირისა და ლხინის სუფრაზე   ერთი და იმავე თანმიმდევრობით  მშობლების, დედმამიშვილების, ბებიებსა და პაპა-ბაბუების, ბიძების, დეიდების, მამიდების და  მათი შვილების დღეგრძელობა.  

 წინაპრებისაგან  შენარჩუნებული  სადღეგრძელოების  თანმიმდევრობისა და სისხლით ნათესაური კავშირის ამსახველი გენეტიკური ინფორმაციის შედარებისას ასეთი სურათი გამოვლინდა:

შე-კრების მიზეზის განსაზღვრის  შემდეგ პირველად  მშობლები დღეგრძელდებიან: შვილებს მშობლებთან აერთიანებთ 50% გენი, აქედან ნახევარი მამის მხრიდანაა, ნახევარი დედის მხრიდან.  მეორედ, დედმამიშვილები:  დედმამიშვილებს, მშობლებისაგან მიღებული მთელი გენომის ნახევარი აერთიანებთ.  შემდეგი სადღეგრძელო პაპა, ბაბუა-ბებიებისაა,  მათთან შვილიშვილებს გენომის 25%  ანუ 1/4 აკავშირებთ. ომდევნო სადღეგრძელო ბიძებს, მამიდებს, დეიდებსა  და მათ შვილებს ეძღვნებათ:  მათთან ყოველ ჩვენგანს გენომის 12.5 % ანუ 1/8  გვაკავშირებს. აქვე  მორიგი სადღეგრძელო ნათლიებისაა. სისხლით ნათესაობის მსგავსად, ნათელ-მირონობას თაობათა ცვლაში გარდამავლობის უნარი გააჩნია.

 მემკვიდრეობითი  სადღეგრძელოების თანმიმდევრობაში გამოხატვის პარალელურად შეინიშნება სისხლით ნათესაობის აღმავალი - მშობლები, შვილები, მამა- პაპა; დაღმავალი -დედმამიშვილები; გვერდგანმავალი - ბიძები, დეიდები, მამიდები და მათი შვილები; ასევე, აღმავალი და გვერდგანმავალი -  ნათელ-მირონის ხაზების გადაკვეთა.  ეს არის ის გენოგრაფიული არეალი, სადაც ადამიანი დაბადებისთანავე ხვდება. აქ სწავლობს იგი და აქედან გამოსული ცოდნის წიწვით ქმნის ახალ, განსხვავებულ უჯრედს. საკუთარი ოჯახის შექმნით  აფართოვებს და ამდიდრებს გენოგრაფიულ წრეს, რომელსაც ტოვებს გარდაცვალებისას.

ამ სადღეგრძელოების შესმას მოჰყვება სუფრის  ადათ-წესების დღემდე  შემნახველი და აქამდე მომტანი წინაპრების სადღეგრძელო. მასში გამოთქმული აზრი სამი ნაწილისაგან შედგება და წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთგვარ ტრიპტიხს მოგვაგონებს. პირველი ნაწილი წინაპრების ღვაწლზე მოგვითხრობს. მეორე- სუფრის წევრებს ტრადიციის უცვლელად დაცვისაკენ მოუწოდებს, ხოლო მესამე - აქამდე მოტანილის ღირსეულ გადაცემას და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობას ეძღვნება.

შემდეგი სადღეგრძელო მოსაგონებელია და გარდაცვლილთა ხსოვნას ეკუთვნის, დღეგრძელდება არა გარდაცვლილი, არამედ გარდაცვლილთა სადღეგრძელოს არსებობის, მათი ხსოვნის უწყვეტად ყოფნის ტრადიცია. წასულების ,,ხსოვნა-მოსაგონარს“  სხვაგვარად შესანდობარის შეთვლა ჰქვია და ქართულ სუფრაზე პროცესის შემდეგი განვითარების სავალდებულო პირობაა. ამ დროს სუფრა თავად განიცდის ცვლილებისაკენ სწრაფვას, ამიტომ შინაგანი სამყაროს სხვა განზომილებაში გადასვლამდე წინასწარ მოდის მოქმედებაში  ხსოვნა-მოგონების იმუნიტეტი, როგორც  მემკვიდრეობითი ინფორმაციის დამცავი და  წინააღმდეგობის გამრღვევი  საშუალება.

 

 ვნებისკვირის შაბათივით  წინაპრებისა და მომავლის სადღეგრძელოს შორის მდებარეობს ადგილი, სადაც შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი და საიდანაც მოელიან შენდობას ჩვენი ხელისაგან. ამ სადღეგრძელოზე დიდი ხნით გაჩერება არ შეიძლება მარცვლის მიწაში დაყოვნების მსგავსად. ეს სადღეგრძელო ცნობილია ასევე პურის ნატეხის ღვინის ჯამში ჩალბობისა და მიღების ჟესტით, რომელიც სუფრის გაღივების  აღმნიშვნელი ფსიქო-სომატური  წესის არსებობას მიუთითებს... 

ხსოვნის სადღეგრძელოზე ლოდინის ტოლფასი შეყოვნების მიზეზები გამოწვეულია სხვადასხვა ყოფითი ფაქტორებით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლოს მთლიანობისათვის გარდაცვლილთა უკვდავსაყოფი მოხსენიება, თუ რატომ, ქვემოთ მივანიშნებთ.

 მანამდე თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო გამონაკლისების ხსოვნის სადღეგრძელოს, რომელიც ხშირად არა გამოცალკევებით, არამედ მემკვიდრეობითი თანმიმდევრობის დღეგრძელებისას  გვხვდება  და ამით პატივს მიაგებს სუფრის წევრების მდგომარეობას.   გამონაკლისების პარალელურად  არსებობს  შემომატებულებისა და შემოსწრებულების სადღეგრძელო. აქ შეიმჩნევა განეიტრალება- გამონაკლისით მოგვრილი მწუხარება ადგილს უთმობს შემოსწრებულის მოსვლით გამოწვეულ სიხარულს. ეს ტრადიციული ფაქტი მეტყველებს ჩვენი სუფრის ღირსეულ და  შეუდრეკელ მისწრაფებაზე, რომლის საბოლოო მიზანი გახლავთ ნავთსაყუდელში მისვლა და ყოვლადწმინდისადმი  სამადლობელი სიტყვის აღვლენა.

გაცოცხლებისათვის შემზადებული, მარცვალივით გაღივებული სუფრა, მიწიდან მაღლა მოისწრაფის და ნათელი მომავლის საიდუმლოს ეზიარება. ეს სადღეგრძელო ეძღვნებათ პატარებს, რომლებიც  ჯერ კიდევ არ ასცილებიან მიწას.

მოვიხმოთ ბიბლიიდან, ,, იგავი მთესველზე“, რათა გასაგები გახდეს მოსმენის კულტურის მნიშვნელობა და აუცილებლობა ქართული სუფრისათვის.

,,და სხვა დავარდა კარგ მიწაზე და იძლეოდა ნაყოფს, რომელიც აღმოცენდებოდა და იზრდებოდა, და გამოჰქონდა ერთი ოცდაათად და ერთი - სამოცად და ერთი - ასად; (მთ. 13,3-17; ლკ. 8,4-9) 

 პატარების სადღეგრძელო სუფრაზე სხვა კარის გამღები ხდებაგენეტიკური მეტამორფოზის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები მჭიდრო შეგნებიდან თავისუფლდებიან და ფართოვდებიან. მონაწილეები  თავად გვევლინებიან ახალ პატარებად და პასუხისმგებლლობის ძალით აღჭურვილი ხდებიან ვალდებული, როგორც ასაკით პატარების, ასევე სუფრის მომავლის წინაშე.  როგორ ამოდის ინიცირების ძალით მიწიდან და როგორ მოქმედებს ,,კარგი მიწა“  და კარგი ყური სუფრის მომავალზე იხილეთ ქვემოთ:

 

დედ-მამის სადღეგრძელო ტრანსფორმირდება, როგორც  სამშობლოს და დედულ-მამულის სადღეგრძელო.   დედმამიშვილების სადღეგრძელო   კუთხე-კუნჭულების სადღეგრძელოში გამოანათებს. პაპა-ბაბუა-ბებიების სადღეგრძელოს ფუძე-კერიის დღეგრძელობის ნაყოფი გამოაქვს. ბიძები, დეიდები, მამიდები და მათი შვილები  კეთილ-მეზობლების, კეთილ-მოყვარეების და კეთილ-ნათესავების სადღეგრძელოში გამოვლინდებიან.  აქვე  შეისმის და შეისმინება ნათელ-მირონის მადლით გადმოსული ეკლესია -მონასტრებისა და  წმინდა სალოცავების სადღეგრძელო.

  ამის შემდეგ სუფრის წევრები  ადათ -წესების და ,,ტკბილი“  მოგონებების სადღეგრძელოს სვამენ, რაც წინაპრებისა და ხსოვნის სადღეგრძელოს გამოძახილია. მომდევნო სადღეგრძელო მიძღვნილია ზოგადად სიცოცხლისა და სიყვარულისადმი და რიგით მეათე სადღეგრძელოდან მომდინარეობს. ეს სადღეგრძელო მოიცავს ასევე პერსონალურ სადღეგრძელოებს, მათი  შესმის ტრადიცია  საიდუმლო სერობაში ფეხთგანბანვის წესს მოგვაგონებს და შეგვახსენებს სუფრასთან დაშვებული წევრების თანასწორობას.  შემდეგი სადღეგრძელო  თავში ნათქვამი შეკრების მიზეზის კვანძის გამხსნელია და სახელად ჰქვია  დაშლა არ მოშლის სადღეგრძელო.

დასასრულს,  კვლავაც ვადიდებთ უფალს მშვიდობიანი მსვლელობისათვის და მადლობას მოვახსენებთ  ყოვლადწმინდა სამებას ძალით და მადლით შეწევნისათვის.

ამ ძირითადი ფაბულის საფუძველზე შემტკიცებული ქართული სუფრა, რომელიც დროში უსწრებს და სამწუხაროდ გვიანი გააზრებით  ჩამორჩება  ჯოისისეულ ოდისეას, კიდევ ბევრ უნივერსალურ საკითხს შეიცავს და მსოფლმხედველობრივი სიმდიდრის თვალსაზრისით, მრავალი პარადიგმული ტექსტის ქვაბულში არსებულ საუნჯეს აღემატება.


16 მაისი 2011 , written by დათო რობაქიძე Last Updated on 06 ივნისი 2012
ბეჭდვა PDF
  • სიახლეები
  • ჩანაწერები
  • ბლოგები


"ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”

“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”.

მერაბ მამარდაშვილი




ქართული სუფრის მთავარი ძალა  მეღვინეობის ორგანული ტრადიციის ქრისტიანულად მართვაში მდგომარეობს. მისი სოციალური ,,ინფრასტრუქტურა“, შელახულობის მიუხედავად, მთელ ქვეყანას მო-იცავს და ამ მხრივ ყველა პურმართალ ოჯახშიგანათლების კერა ბჟუტავს. მიდღეგრძელებია ასეთი ოჯახები!

სუფრის მართვა ჯერ თავმდაბლობას, შემდეგ ჭკუას და  ცოდნას მოითხოვს, გაძღოლისათვის  საჭირო ყველა მოწყობილობაში ჩახედულობას  და გარკვეულობას. აქ მთელი რიგი საკითხებია,  რისთვისაც გზიდან მიბრუნება ან საფრთხის ჭვრეტით მიმართულების შეცვლა, საჭირო არ იქნება.

დაწვრილებით

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა პენ–ცენტრის საიტი?




პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates