PENდღიური. II დღე


როგორც შეგპირდით, ვაგრძელებ ნიუ-იორკის პენ-ფესტივალის ამბების თხრობას.

ნიუ-იორკის ტემპზე და ხმაურზე წიგნები დაწერილა, ამიტომ ამ "ფენომენზე" საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, - რაღაც უცნაური გუგუნი ერთ წამსაც არ წყდება და მოვლენებიც ელვის სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს. ჯერ კიდევ გაოგნებული მაქსიმე გორკი წერდა, ამ ქალაქს არასდროს ძინავსო...  

გორკი სალმან რაშდიმ გაგვახსენა; იმ მწერლებზე საუბრობდა, ვისი წიგნებიც ბოლომდე ვერ ჩაეკითხა. სამაგიეროდ, დიდად აქო ჰენრი მილერი - ახლახანს კიდევ ერთხელ შემომეკითხაო.

ჩემი "ცივი ჩაი", როგორც წინა წერილში მოგახსენეთ, აქაურმა რეჟისორმა დიმიტრი ტროიანოვსკიმ და მარტინ ე. სეგალის თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს. საკმაოდ ცოცხალი კითხვა გამოვიდა და მაყურებლის რეაქციაც შესაბამისი გახლდათ. აგერ უკვე მერამდენედ ვრწმუნდები: სხვისი არ ვიცი და ჩემი ტექსტების მიმართ ბევრად უფრო ადეკვატური მიდგომა აქვთ უცხოეთში (რეჟისორებსა და მსახიობებს ვგულისხმობ), ვიდრე ზოგიერთ ქართულ თეატრში. აქ ყველაფერი ნაცნობი იყო (ზოგჯერ, მოგეხსენებათ, საკუთარ პიესას ვერ იცნობ): სტილი, ტიპაჟები, ტემპი, სიუჟეტი რაც მთავარია...

დისკუსია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა: მაყურებელი (ამერიკელი მაყურებელი, თურმე, გამაოგნებელი ცნობისმოყვარეობით გამოირჩევა) დაუღალავად გვისვამდა შეკითხვებს ქართულ დრამატურგიაზე, თეატრსა და პოლიტიკაზე...


კრიტიკოსების შთაბეჭდილებებს პენ-ცენტრის საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ (აქ ფესტივალის პროგრამა და რევიუებია დაბეჭდილი): penlive.tumblr.com.

ჩემს პიესას ლაილა სოლიმანის "ტაჰრირის მოედნის ქრონიკა" მოჰყვა, სადაც, ავტორისავე თქმით, არც ერთი სიტყვა არ იყო გამოგონილი. პიესა non-fiction-ის ჟანრს განეკუთვნება და რამდენიმე ახალგაზრდაზეა, რომელთაც  ფეისბუქიდან გაავრცელეს რევოლუციური ვირუსი. ტექსტი დღიურის ფორმითაა დაწერილი ("11 თებერვალი... მუბარაქის სატელევიზიო გამოსვლა: "ჩემს მერე ქვეყანა დაინგრევა"; 14 თებერვალი: "მიტინგზე ვიდექით, ჩემს ზურგს უკან ვიღაც კაცი იდგა და ხვნეშა-ხვნეშით მასტურბირებდა, ყურადღება არ მივაქციე") და ორატორიასავით ისმინება. პიესა ამ სიტყვებით სრულდება: "ელოდეთ გაგრძელებას, ჯერ არაფერი დამთავრებულა".

ახლა თავად ლაილა სოლიმანზეც გითხრათ. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო, რომელიც კი მეტნაკლებად ახლოდან მინახავს. ჭკუაც - თქვენი მოწონებული. თან პოლიგლოტი. მგონი, ქართულიც იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ლაილას თუ არა, ბატონ მუჰამედ დოვლადაბადს ნამდვილად ესმოდა ქართული და უკვირდა, მე რატომ არ შემეძლო ირანულად მეტყველება. ირანელმა მწერალმა (რომლის წიგნებიც სრულად არასდროს გამოცემულა ირანში) თავისი ბოლო რომანიდან წაგვიკითხა ნაწყვეტები და დისკუსიის დროს ხმამაღლა ეკამათა მოდერატორ მაიკ დეიზის. მაიკ დეიზი აქ ძალიან პოპულარულია, მისმა დოკუმენტალურმა პიესამ "სტივ ჯობსის აგონია და ექსტაზი" (The Agony and the Ecstasy of Stive Jobs) Washington Post-ისგან წლის საუკეთესო პიესის ტიტული და Apple-ს მაღაზიაში მომლოცველი ხალხის რისხვა დაიმსახურა. მაიკ დეიზიმ Apple-ს ჩინეთში nbso online casino reviews არსებული ქარხანა მოინახულა და პიესა იქ მოღვაწე მუშების ინტერვიუების მიხედვით ააწყო; მუშები კი მის პიესაში მარტო იმას ჩივიან, თუ რა ძაღლებივით ექცევიან მათ კომპანია Apple-ს მფლობელები. თუმცა მარტო ამ მუშებშიც არაა საქმე - ინტელექტუალთა ნაწილს, როგორც ჩანს, არა მხოლოდ სასაცილოდ, არამედ უკვე საგანგაშოდ ეჩნენება სტივ ჯობსის (და მსგავსი ახალი მითოლოგიური გმირების) "დაიანაფიკაცია" (ერთი ბრიტანელი ჟურნალისტის ტერმინია); და მართლაც, მაღაზიაში კი არა (გამოვტყდები, Apple-ში მეც მომიხდა მოლოცვა), წმინდა პეტრეს ტაძარში გეგონება თავი - ყველა წერტილიდან შავ-თეთრი ჯობსი შემოგყურებს.

დისკუსია დღის ბოლო პერფორმანსს, მაიკლ ფრიდმანის მუსიკალურ-დრამატულ სკეტჩს "დაიპყარი Wall Street" მოჰყვა; ყველამ ჩვენ-ჩვენი რევოლუციები გავიხსენეთ და ერთმანეთშიც რაღაცნაირად მოულოდნელად დავიწყეთ კამათი. კამათი რევოლუციების შედარებებმა გამოიწვია, რაც, შეიძლება ითქვას, არათეკურად ეჩვენა ირანელ მწერალს; მაიკ დეიზისთვის Wall street-ის ოკუპაცია ისეთივე მნიშვნელოვანი და რევოლუციაური ამბავი გახლდათ, როგორც ირანელი მწერლისთვის რამდენიმე წლის წინანდელი თეირანული საპროტესტო აქციები, ან ლაილა სოლომანისთვის თაჰრირის მოედნის უწყვეტი მიტინგი... ხოდა ირანელმაც ბრაზიანად ჰკითხა მოდერატორს: რა ფასს იხდი შენს რევულუციაშიო? მაიკ დეიზიმ დაუფიქრებლად უპასუხა: სასწორზე ჩემს რეპუტაციას და კარიერას ვდებო, ხოლო მუჰამედმა ლაილასკენ გაიშვირა ხელი და მთელი რეგიონის სახელით აღიმაღლა ხმა: ჩვენ კი ჩვენს სიცოცხლეს ვდებთო!

- კიდევ კარგი, ისეთ კულტურაში არ მიწევს ცხოვრება, სადაც დემონსტრაციაზე გასვლის წინ იმაზე არ მიწევს ფიქრი, შინ ცოცხლად მივალ თუ მკვდარს მიმასვენებენო, - ჩაიქირქილა დეიზიმ.

მე რა მოვყევი, ამას შემდეგში გიამბობთ.  

ლაშა ბუღაძე

ბეჭდვა PDF
  • სიახლეები
  • ჩანაწერები
  • ბლოგები


"ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!”

“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”.

მერაბ მამარდაშვილი




ქართული სუფრის მთავარი ძალა  მეღვინეობის ორგანული ტრადიციის ქრისტიანულად მართვაში მდგომარეობს. მისი სოციალური ,,ინფრასტრუქტურა“, შელახულობის მიუხედავად, მთელ ქვეყანას მო-იცავს და ამ მხრივ ყველა პურმართალ ოჯახშიგანათლების კერა ბჟუტავს. მიდღეგრძელებია ასეთი ოჯახები!

სუფრის მართვა ჯერ თავმდაბლობას, შემდეგ ჭკუას და  ცოდნას მოითხოვს, გაძღოლისათვის  საჭირო ყველა მოწყობილობაში ჩახედულობას  და გარკვეულობას. აქ მთელი რიგი საკითხებია,  რისთვისაც გზიდან მიბრუნება ან საფრთხის ჭვრეტით მიმართულების შეცვლა, საჭირო არ იქნება.

დაწვრილებით

გამოკითხვა

მოგწონთ თუ არა პენ–ცენტრის საიტი?




პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates