ლიტერატურული რუკა



საქართველოში არ არსებობს ერთიანი სივრცე და მონაცემთა ბაზა, სადაც აღიწერება ქართველი მწერლების ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია, მოღვაწეობის ადგილი და არეალი.  არ არის სათანადოდ იდენტიფიცირებული მათი სახლ-მუზეუმები, როგორც კულტურული კერების ადგილი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეებს ნაკლები წარმოდგენა აქვთ იმ რეალურ გარემოზე, სადაც კონკრეტულ მწერლებს უწევდათ ცხოვრება და შემოქმედების რეალიზება. 

თანამედროვე ევროპული კულტურული და საგანმანათლებლო პოლიტიკის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასეთი ტიპის კერები – სახლ-მუზეუმები არის ხიდი, რომელიც აერთიანებს ისტორიას და თანამედროვე პროცესებს. ეს არის ადგილი სადაც ერთმანეთს ხვდება წარსულის გამოცდილება და თანამედროვე ხედვები. 

საქართველოში სათანადოდ არ არის იდენტიფიცირებული მსგავსი სივრცეები: არსებულ სახლ-მუზეუმები სავალალო მატერიალურ მდგომარეობაშია და მათ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს გადარჩენა და არა განვითარება. 

ლიტერატორებისა და მწერლების გვარ-სახელები, რომელთა ცხოვრება და შემოქმედებაც უამრავ იმპულს იძლევა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის არის მხოლოდ ისტორიის კუთვნილება და არ არის აქტუალიზებული თანამედროვე სამოქალაქო და ინტელექტუალურ დისკურსში.


საქართველოს ლიტერატურული რუკა თითოეულ ვიზიტორს საშუალებას მისცემს, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა მწერლის ბიოგრაფიის, ბიბლიოგრაფიის, მისი სახლ–მუზეუმის და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ, ასევე ერთიანად დაინახოს ის არეალი, სადაც საქართველოს ლიტერატურული პროცესები მიმდინარეობდა სხვადასხვა ეპოქაში. ვებ-რუკა საშუალებას მოგვცემს კულტურული ისტორიული და ლიტერატურული პროცესები ერთ ვებ სივრცეში დავინახოთ. 


გადასვლა ლიტერატურული რუკის სრულ ვერსიაზე

ბეჭდვა PDF

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates