ფისტიკა

ქართული ლიტერატურის ისტორია ბევრ ისეთ სახელს ინახავს, რომელთაც მხოლოდ ლიტერატურული „გაელვებანი“ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მათი  ნაწარმოებებიც კი არ არის მოღწეული და სახელიც მხოლოდ სხვადასხვა ლიტერატურულმა წყაროებმა შემოგვინახეს.

ერთერთი ასეთი პოეტი არის ფისტიკა ( ბისტიკა).

მისი მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ არაფერი ცნობილი, იგი მოიხსენიება თეიმურაზ მეორის ლექსში „ გაბაასება რუსთველთან“. („ ზედან ამღერდეს შაირებს, ნათქვამს ბისტიკას ცრუისა“.)

ფისტიკას შემოუღია ოცმარცვლოვანი ლექსის საზომი, რომელშიც დაცულია გარეგანი რითმა, სწორედ ამ საზომმა, ფისტიკაურმა,  შემოგვინახა მისი შემქმნელის სახელი.

Additional Info

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates