ჰაზირა


„ჰაზირა განცალკევებითა სდგას. ჰაზირა სახელოვანი მემკვიდრე იყო საიათნოვასი, მისი სიმღერების გამგრძელებელი.

ჰაზირა გვარად აბრამოვი იყო. დაიბადა 1845 წელს სოფელ შულავერში. გარდაიცვალა 1922  წ. დაკრძალეს 14 იანვარს.

ტფილისის დაბალ ფენებში ჰაზირას შემოქმედება ქალაქური ხალხური პოეზიის ფორმებისა და შინაარსის გამომსახველად იქცა.

ჰაზირას საყვარელი საკრავი დაირა იყო. იგი თავის სულის კაეშანს ამ ინსტრუმენტის  აკომპანიმენტს აქსოვდა.

ჰაზირა თავისი მოწოდებით ნამდვილი ბოჰემა იყო. იგი ზეპირად იგონებდა თავის ლექსებს და  თუ ქაღალდზე გადაიტანდა, თავის დაწერილს, არამც თუ  სხვა ვინმე, თითონაც ვერა კითხულობდა.“( ი. გრიშაშვილი)

ძველი თბილისის ეს მგოსანი სოციალურ, სამიჯნურო თუ პატრიოტულ თემატიკას ერთნაირი სიხშირით ეხებოდა და  მსუბუქ სალექსო ფორმაში ხშირად დიდ პრობლემასაც აქცევდა ხოლმე. თბილისი მის ლექსებს ხშირად იხსენებდა და ამღერებდა, ძალიან პოპულარული პოეტი იყო.

როგორც იოსებ გრიშაშვილი წერს, „ ჰაზირა თავისი ტფილისური ტემპერამენტით ფანტასტიური ფიგურაა უთუოდ, „ მრავალი კოკა წყალი ჩაივლის ავლაბრის ხიდ-ქვეშ“ და ტფილისს ჰაზირასთანა აშუღი აღარ ეყოლება“.



Additional Info

  • სახელი/გვარი: ჰაზირა
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1845
  • გარდაცვალების წელი: 1922

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates