მურმან ლებანიძე


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map


დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს აზერბაიჯანის სოფელ აღსტაფაში, სადაც მშობლები დროებით ცხოვრობდნენ. მისი დაბადების შემდეგ გადმოსახლდნენ თბილისში. 1940 წელს საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

19 წლისა ომში წავიდა. მონაწილეობდა ბრძოლებში ჯერ კავკასიის უღელტეხილზე, შემდეგ ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში.

1945 წელს უნივერსიტეტს დაუბრუნდა და 1948 წელს დაასრულა.

მურმან ლებანიძემ პირველი ლექსი 1938 წელს გამოაქვეყნა.

ლირიკული ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1950 წელს. მურმან ლებანიძეს ეკუთვნის ლექსებისა და პოემების კრებულები „რჩეული“ -1972 წელი, „ანისის აღება“- 1972 წელი, „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი“- 1974 წელი, „რჩეული ლირიკა“ -1977 წელი, „რჩეული“-1979 წელი. საბავშვო წიგნები „ბიჭები“ -1963 წელი, „ოთხი დრო“ -1964 წელი...

1971 წელს მურმან ლებანიძემ გამოსცა რუსული კლასიკური პოეზიის მცირე ანთოლოგია ,,უკვდავი ყვავილები”

პოეტის მხატვრული თარგმანებიდან აღსანიშნავია რედიარდ კიპლინგი და რობერტ ბერნსი. თარგმნა ასევე ძველეგვიპტური ლირიკა და იაპონური პოეზია.

მურმან ლებანიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საყმაწვილო სალიტერატურო ჟურნალ გაზეთებში, საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთავარ რედაქტორად, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარედ, შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტად.

მურმან ლებანიძე  რუსთაველისა და გალაკტიონის სახელობის პრემიების ლაურიატია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. იყო არჩეული თბილისის საპატიო მოქალაქედ.

პოეტის ნაწარმოებები თარგმნილია, გერმანულ, ფრანგულ, ლატვიურ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

მურმან ლებანიძე გარდაიცვალა 2002 წელს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მურმან ლებანიძის ძეგლი ონის რაიონში


Additional Info

  • სახელი/გვარი: მურმან ლებანიძე
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1922
  • გარდაცვალების წელი: 2002

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates