მუხრან მაჭავარიანი


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1961-964 წლებში მუხრან მაჭავარიანი იყო ჟურნალ ,,პიონერის“ მთავარი რედაქტორი.

1967-1982 წლებში ჟურნალ ,,დილას“ მთავარი რედაქტორი.

1982 წლიდან ალმანახ ,,საუნჯის“ მთავარი რედაქტორი.

1952 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები.

პირველი წიგნი ,,ლექსები“ 1958 წელს გამოსცა. ამავე წელს გამოვიდა პოეტის ორი კრებული: ,,წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და ,,სიჩუმე უშენოდ“, რომლებიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ.

ამ კრებულისათვის პოეტს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959 წ.


თამაზ ჭილაძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი


გამოცემული აქვს კრებულები: ''ლექსები, პოემა" - დაიბეჭდა 1962 წელს, ''იარონ" - 1970 წელს, ''თქვი" - 1971 წელს, ''ვინც იყო, იგი რომ არა..." - 1973 წელს,  ''დუმილი რეკავს" - 1974 წელს,  ''ლექსები" - 1976 წელს, ''ერთტომეული" - 1979 წელს, ,,მრავალჭირგადანახადი“ -1989 წელს, ,,არამც და არამც“ -1993 წელს, ,,გიკვირს?!-ნუ გიკვირს!“- 1994 წელს, ,,ვიძახი დავიძახი და ვიძახი“- 1995 წელს, ,,ყოველი ტოტი და ტოტის ტოტი“ -1999 წელს, ,,ასი ლექსი“- 2001 წელს, ,,ახლა კი დროა“- 2004 წელს.

2007 წელს გამოიცა მ. მაჭავარიანის თხზულებათა ოთხტომეული. 2009 წელს კი თხზულებათა ორტომეული.

მუხრან მაჭავარიანის პოეზია მდიდარია ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი პატრიოტული მოტივით, ამ მხრივ აღსანიშნავია ლექსები: ,,საბა“, ,,დავითი“, ,,ვახტანგ მეფის ნანადირევი“. გამორჩეულია მუხრანის  ფილოსოფიური ლირიკა - ,,თქვი“, ,,როდემდე“, „ უკვე მოვხუცდი“, ,,ვეძებ და ვეძებ“.

1957 წელს გამოსცა პაბლო ნერუდას ლექსები გივი ძნელაძესთან ერთად.

1967 წელს- ფინური ეპოსი ,,კალევალა“  შოთა ჩანტლაძესთან და გივი ძნელაძესთან ერთად.

1982 – 1989 წლებში-,,თანამედროვე ბულგარული პოეზიის ანთოლოგია“

მუხრან მაჭავარიანი არის ავტორი მეცნიერული ნაშრომისა ,,რამდენიმე სიტყვა“.

1966 წელს მუხრან მაჭავარიანი დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით, 1979 წელს-წითელი დროშის ორდენით, 1989 წელს მიიღო ორდენი ,,კირილე და მეთოდე“ (ბულგარეთის სახელმწიფო ჯილდო).

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია: ბულგარულ, ჩეხურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე.

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლისას გულის შეტევით გარდაიცვალა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 



Additional Info

  • სახელი/გვარი: მუხრან მაჭავარიანი
  • ქალაქი/სოფელი : არგვეთი
  • დაბადების წელი: 1929
  • გარდაცვალების წელი: 2010

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates