რევაზ ინანიშვილი


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მშობლიური სოფლის სკოლაში ხუთი წელი ისწავლა, რის შემდეგაც 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში.


საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1947 წელს რევაზ ინანიშვილი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე. 1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.



მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია შემდეგი ფილმები:

„არდადეგები“, „დაბრუნებული ღიმილი“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „ფერმა მთაში“, „ზაფხული სოფლად“ („პასტორალი“, თანაავტორი ოთარ იოსელიანი), „ნატვრის ხე“ (გიორგი ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თენგიზ აბულაძე), „ქვიშანი დარჩებიანო“ (თანაავტორი გიორგი შენგელაია),
 

გამოცემული აქვს საბავშვო კრებულები:

„ბედნიერი მთა“ (1960), „ბობო“ (1964), „სად ცხოვრობს მეზღაპრე“ (1970), „მგლის ლეკვები“ (1973), „შორი თეთრი მწვერვალი“ (1976), რომლის გამოც 1977 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
 

აგრეთვე, რევაზ ინანიშვილს ეკუთვნის პროზაული კრებულები:

„მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958), „წვეთები ფოთლებზე“ (1962), „ცისფერი გორგალი“ (1968), „საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971), „ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974), „ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).
 

1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალ ,,დილას" რედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს. მისი პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ გამოიცა 1953 წელს.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ,სომხურ და სხვა ენებზე.

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

Additional Info

  • სახელი/გვარი: რევაზ ინანიშვილი
  • ქალაქი/სოფელი : ხაშმი
  • დაბადების წელი: 1926
  • გარდაცვალების წელი: 1991

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates