ზაზა თვარაძე


ზაზა თვარაძე დაიბადა 1957 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისში. აქვე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1974–1979წ.) 

მისი დედა – ლეილა აბაშიძე, განათლებით ფილოლოგი და დირიჟორი იყო. ის სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა რეგენტად სიონის საკათედრო  და უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრებში.

მამა – რევაზ (რეზი)თვარაძე ცნობილი ლიტერატორი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ.

სტაბილური სამსახურით ცხოვრებაში არ ყოფილა ზაზა განებივრებული.  ის ჯერ ჟურნალ „ბალავერში“ მუშაობდა – ჯერ ლიტერატურულ რედაქტორად, შემდეგ პასუხისმგებელ მდივნად და ბოლოს მთავარ რედაქტორად.

ასევე, ზაზა თვარაძე სხვადასხვა წლებში იყო:

– ჟურნალ „არილის“ პროზის განყოფილების რედაქტორი.

– ქართული ენციკლოპედიის  სპორტის განყოფილების რედაქტორი.

– გაზეთ „კვირის პალიტრის“ სტილისტი და მთარგმნელი.

– ჟურნალ „მკურნალის“ სტილისტი.

– ტელეკომპანია „მზის“ მხატვრული ფილმების მთარგმნელი.

იყო მწერალთა გაერთიანება „არილის“ და “ქართული პენ–კლუბის” წევრი.


სიცოცხლეში გამოსცა შემდეგი წიგნები:

„მოხეტიალე“ – მოთხრობები, 1999, მერანი.

„ტან–ცზი სიცივეში“ – ლექსები, 2003, კავკასიური სახლი.

“სიტყვები“ _ 2005, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა რუბრიკით „ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანი“.

„Tyrannosaurus Rex“ – ლექსები, 2005, არეტე.


ზაზა თვარაძემ თარგმნა ნიდერლანდელი მწერლის, იოკე ვან ლეეუვენის – „ჰიპ!“, (2003, გამომცემლობა „LINK“).

იყო მთარგმნელ–რედაქტორი თანამედროვე ფლანდრიული ლიტერატურის ერთ–ერთი გამოჩენილი   წარმომადგენლის, სტეფან ჰერტმანსის ლექსების კრებულისა – „ანუნსიაციები“  – 2003.

 

ზაზა თვარაძის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა  მისი  შემდეგი წიგნები:

„თავგადასავალი“ –  მოთხრობები, 2008, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

„ მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ – ზღაპარი (მიიღო პრემია „გალა“ ნომინაციაში „საბავშვო წიგნი“), 2009.

„სიტყვები“ – რომანი, სრული გამოცემა, 2011, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

„მხიარული ლანდები“ – პოემა, 2011, გამომცემლობა „ნეკერი“.

„პილიგრიმი“ – ლექსები, 2011, გამომცემლობა. „პალიტრა L“.


გამოსაცემად მზადაა ზაზა თვარაძის პიესა „თხა და გიგო“.

გამოსაცემად მზადდება მისი „ესეები, ჩანაწერები“.


გარდაიცვალა 2007 წლის 6 ნოემბერს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.


Additional Info

  • სახელი/გვარი: ზაზა თვარაძე
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1957
  • გარდაცვალების წელი: 2007

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates