გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი)


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი.

დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მოღვაწეობდა დოდორქის მონასტერში.

„ზოგიერთი მკვლევარი თვლიდა, რომ გრ.დოდორქელი, რომელსაც ხუცესმონაზონადაც მოიხსენიებენ, მოღვაწეობდა XVII ს. 20-30-იან წლებში (პლ. იოსელიანი, ზ.ჭიჭინაძე), მაგრამ სხვადასხვა საბუთებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გრ. დოდორქელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში, დავით გარეჯის დოდოს მონასტერში, ერეკლე პირველის მეფობისას. იგი ყოფილა კახეთის სამეფოს ბაზიერთუხუცესის ძე, თანამედროვე და თანამოღვაწე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა (რუსთველის) და გარდაცვლილა XVIII ს. პირველი ოცეულის შემდეგ“ (ბ. ბალხამიშვილი, „ გრიგოლ დოდორქელი);

1703- 13 წლებში მან დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება „თთუესა სეკდემბერსა იგ წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ".

ეს თხზულება, რომელიც შესანიშნავი მხატვრული ტექსტია. ასევე , სანდო ისტორიულ წყაროსაც წარმოადგენს, ავტორი საკმაოდ ოსტატურად, დახვეწილი მხატვრული ენით ყვება ქეთევან დედოფლის თავგადასავალს, ამასთანავე, ქეთევანის ღვაწლის იდეურ მნიშვნელობაზეც საუბრობს.

ამ ტექსტის გარდა, გრიგოლ დოდორქელი რამდენიმე, მათ შორის, ქეთევანისადმი მიძღვნილი საგალობლის ავტორიცაა.



Additional Info

  • სახელი/გვარი: გრიგოლ დოდორქელი (ვახვახიშვილი)
  • ქალაქი/სოფელი : დავით გარეჯი
  • დაბადების წელი: XVII - XVIII
  • გარდაცვალების წელი: XVII - XVIII

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates