დიმიტრი გულია


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



ცნობილი აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი დიმიტრი გულია დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ უარჩაში.

ბავშვობაში გულიას ოჯახი, ისევე როგორც ბევრი აფხაზები, თურქეთში გადაასახლეს. მამამ შეძლო ოჯახის სამშობლოში დაბრუნება.

სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში, რომელის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასწავებლად მუშაობდა.

1924-26 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზურ ენას ასწავლიდა.

მისი სამწერლო და სამეცნიერო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო.

1919-1902 წლებში პირველი აფხაზური გაზეთის, „ აფსნის“ რედაქტორია.

1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.

მას ეკუთვნის პირველი აფხაზური ნოველა (“სხვისი ცის ქვეშ”, 1919) და რომანი (“კამაჩიჩი”, 1940), იყო რამდენიმე პოემისა, დრამის და მრავალი ლექსის ავტორი. პოპულარიზაციას უწევდა აფხაზურ კულტურას და ყოველთვის აღნიშნავდა ქართულ - აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობას, განიხილავდა აფხაზეთს, როგორც საქართველოს ნაწილს.

აფხაზთა დამწერლობის შემქმნელი დიმიტრი გულია წერდა: „ერთი ცის ქვეშ, ერთ მიწაზე ვაშენებდით ჩვენს კულტურას, ერთად ვიცავდით ჩვენს ნაციონალურ თვითმყოფადობასა და მიწას. რბილად ნათქვამია, რომ ჩვენ მოძმე ერები ვართ. ჩვენ გვაქვს ერთი და იგივე ფსიქიკა, ტრადიციები, რიტუალები და ერთი ფსიქოლოგია. აფხაზს თავის მხრივ, იგივე შეუძლია თქვას ქართველზე. სწორედ ამ ძმობამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე.“

დიმიტრი გულიამ აფხაზურ ენაზე თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები. რუსულ ენაზე გამოსცა „ აფხაზეთის ისტორია“, საინტერესო სამეცნიერო ნაშრომები აფხაზური ეთნოგრაფიისა და ენის საკითხებზე.

გარდაიცვალა 1960 წელს, სოფელ აგუძერაში, დაკრძალულია სოხუმში, მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში.

 


Additional Info

  • სახელი/გვარი: დიმიტრი გულია
  • ქალაქი/სოფელი : სოხუმი
  • დაბადების წელი: 1874
  • გარდაცვალების წელი: 1960

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates