ზურაბ გორგილაძე



დაიბადა 1937 წლის 5 მაისს, ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში, გლეხის ოჯახში.

დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ გორგაძეებში 1944-1948 წლებში.

1956 წელს დაამთავრა სოფელ ხალას საშუალო სკოლა და იმავე წელს გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.

აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი 1961 წელს დაამთავრა.

შემდგომ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა პარკში ქართული ენისა და ლიტერატურის წრის მასწავლებლად.

1961 წელს გამოვიდა ზურაბ გორგილაძის პირველი წიგნი "ნედლი სალამური”.
პოეტის სიცოცხლეში გამოიცა 16 წიგნი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ კი სამი წიგნი.

1963 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართევლოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციასთან არსებულ ჟურნალ ,,ჭოროხის’’ სარედაქციო საბჭოში მხატვრულ რედაქტორად. ასევე ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეების საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად (1992-94).

იყო საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.


გარდაიცვალა 2006 წლის 8 აპრილს.


Additional Info

  • სახელი/გვარი: ზურაბ გორგილაძე
  • ქალაქი/სოფელი : ქობულეთი, გორგაძეები
  • დაბადების წელი: 1937
  • გარდაცვალების წელი: 2006

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates