მარიჯანი (მარიამ ტყემელაძე- ალექსიძე)


მისი ფსევდონიმის – "მარიჯანის” წარმოშობის უშუალო მონაწილე იყო პავლე ინგოროყვა. 

1908 წ. მარიჯანმა დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზია. წერა ადრე დაიწყო. მისი პირველი ლექსი იყო "ტბა”, რომელიც 1916 წ. გამოქვეყნდა.

მ. ალექსიძე 1918 –1922 წ.სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია – ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებიდან დაიწყო მისი შემოქმედებითი ცხოვრება. მ. ალექსიძემ მიაგნო სათქმელს და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის დაიწყო წერა. ეს იყო ის სფერო, რომელიც მას აინტერესებდა, ანდამატივით იზიდავდა და ამიტომ წარმატებასაც მიაღწია.

პირველი ლექსების კრებული 1921 წ. გამოაქვეყნა, 1926 წ. გამოქვეყნებულმა ლექსთა კრებულმა "ნელი ცირკში” მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა პოეტის შემოქმედებითი გზა. მისი ნაწარმოებები მოზარდ თაობას აცნობს თანამედროვე ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს.

პროზაში მუშაობა მ. ალექსიძემ 1933 წლიდან დაიწყო. პირველი მისი მოთხრობა იყო "ზურა ატმის ქალაქში”. რომელსაც მოჰყვა "ბევრზე ბევრი”, "გემრიელი ხილი”, "ამანათი” და სხვ. საინტერესოდ იკიხება "მამიდა თეოს მარანი”. მარიჯანმა საერთო ენა გამონახა თავის აღსაზრდელებთან, შესანიშნავად იცნობდა პატარა მეგობრების ხასიათს. იგი მკითხველს ესაუბრება ბუნებისა და ცხოვრების ისეთ მოვლენებზე, რომლებიც მისაწვდომი და მისაღებია მათი ცნობიერებისათვის.

მარიჯანი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მის მიერ თარგმნილია კ. ჩუკოვსკის, ა. ტოლსტოის, ს. მიხალკოვის საბავშვო თხზულებანი, ხოლო იოსებ გრიშაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის "ტარტიუფი”, ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება”, ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი”. მარიჯანის ნაწარმოებები ითარგმნა რუსულ ენაზე.

 მარიამ ალექსიძე გარდაიცვალა 1978 წელს, 9 მაისს. დაკრძალულია ქ. თბილისში.


წყარო:    მ. გოგოლაძე – გაბუნია, მწერალთა ბიოგრაფიები. თბ., "საქართველოს მაცნე”, 2004.



Additional Info

  • სახელი/გვარი: მარიჯანი (მარიამ ტყემელაძე- ალექსიძე)
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • გარდაცვალების წელი: 1978

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates