ლიტერატურული კონკურსი "საბა"-2012 დაიწყო

Rate this item
(2 votes)


თიბისი ბანკმა ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის “საბაზე” განაცხადების მიღება დაიწყო. “საბას” რიგით მე-10 დაჯილდოება 2012 წლის ზაფხულში გაიმართება და მასზე მოხდება გასული, 2011 წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების დასახელება. კონკურსის პირველი ეტაპი საკონკურსო წიგნების წარდგენას გულისხმობს, რომლის ვადაც 10 თებერვლამდეა.



ყოველწლიურ ლიტერატურულ პრემია “საბას” დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, ტელეკომპანია „რუსთავი-2” და პენ-ცენტრი. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. 

პრემიის საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა. „საბაზე” წიგნების წარდგენა 10 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც მუშაობას შეუდგება 5-კაციანი ჟიური, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაეცნობა და შეაფასებს 2011 წლის ლიტერატურულ პროდუქციას.


2011 წელს გამოცემული წიგნების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ როგორც გამომცემლობებს, ისე უშუალოდ წიგნის ავტორებს. ლიტერატურული პრემია ”საბა” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. წლის საუკეთესო რომანი,
  2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული,
  3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული,
  4. წლის საუკეთესო თარგმანი,
  5. წლის საუკეთესო პიესა,
  6. წლის საუკეთესო კრიტიკა,
  7. წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა,
  8. წლის საუკეთესო დებიუტი,
  9. პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 40 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.

ჟიურის შემადგენლობა მუდმივი არ არის. მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება.

იმ გამომცემლობებმა და ავტორებმა, რომლებმაც 2011 წლის განმავლობაში გამოსცეს წიგნები ზემოთჩამოთვლილი ნომინაცების შესაბამისად, 10 თებერვლამდე უნდა მიაწოდონ პრემიის ორგანიზატორებს შემდეგი ინფორმაცია: 

  1. წიგნის სახელწოდება,
  2. ავტორის სახელი, გვარი,
  3. გამომცემლობის სახელწოდება,
  4. ნომინაცია (რომელშიც ხდება წიგნის წარდგენა),
  5. ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია.


აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს ერთ-ერთზე, შემდეგი რეკვიზიტებიდან: 


Read 1801 times

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates