ავტორები


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map

თბილისელი პოეტი, ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი. უამრავი პოპულარული ლექსისა და 37 საშუალო თუ მცირე კრებულის ავტორი.

მასზე საუბრობს იოსებ გრიშაშვილი, თავის ცნობილ კვლევაში „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა“:

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტეს დასაწყისის თბილისელი აშუღი, წარმოშობით სომეხი, ხელობით მესანთლე.

აქედან წარმოდგება მისი შერქმეული სახელი შამჩი ( შამი - სანთელი).

იგი, სხვა მრავალი თბილისელი აშუღის მსგავსად, ორენოვანი პოეტი იყო, წერდა ქართულად და სომხურად.

შამჩი-მელქო თავისი დროის ერთ-ერთი ცნობილი პოეტი ყოფილა, რომელიც მუხამბაზები განსაკუთრებით პოპულარული იყო მეფის კარზეც კი.

მისი ერთ-ერთი მუხამბაზის ტექსტი გრიგოლ ორბელიანმა წარუმძღვარა ეპიგრაფად თავის „მუხამბაზს“.

ქართული ლიტერატურის ისტორია ბევრ ისეთ სახელს ინახავს, რომელთაც მხოლოდ ლიტერატურული „გაელვებანი“ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მათი  ნაწარმოებებიც კი არ არის მოღწეული და სახელიც მხოლოდ სხვადასხვა ლიტერატურულმა წყაროებმა შემოგვინახეს.

ერთერთი ასეთი პოეტი არის ფისტიკა ( ბისტიკა).

მისი მოღვაწეობისა და ცხოვრების შესახებ არაფერი ცნობილი, იგი მოიხსენიება თეიმურაზ მეორის ლექსში „ გაბაასება რუსთველთან“. („ ზედან ამღერდეს შაირებს, ნათქვამს ბისტიკას ცრუისა“.)

ფისტიკას შემოუღია ოცმარცვლოვანი ლექსის საზომი, რომელშიც დაცულია გარეგანი რითმა, სწორედ ამ საზომმა, ფისტიკაურმა,  შემოგვინახა მისი შემქმნელის სახელი.


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates