განცხადებები

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲐᲠᲘ ᲠᲣᲡᲣᲚ ᲙᲐᲜᲝᲜᲡ

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2023-03-02 9203

 

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲘᲡ ᲣᲐᲠᲘ ᲠᲣᲡᲣᲚ ᲙᲐᲜᲝᲜᲡ

 

საქართველოს პარლამენტის

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს,

ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს

და საქართველოს პარლამენტის 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს,

ქალბატონ ქეთევან დუმბაძეს 

Საქართველოს კულტურის წარმომადგენლების წერილი

 

ღია წერილი

საქართველოს პენ-ცენტრი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ხალხის ძალის“ ინიცირებული და ”ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი _ ე.წ. ”უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, თავისი შინაარსით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ანალოგიური რუსული კანონის საქართველოში დაკანონების მცდელობას.

როგორც უკვე ცნობილია, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაც არის ჩვენი პოზიციის იდენტური. აღნიშნული კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტი სამუდამოდ უსპობს ჩვენს  ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას და მიმართულია თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

საქართველოს პენ-ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში თქვენ წარმოადგენთ ქართული კულტურისა და საქართველოს მოქალაქე ხელოვანთა  ინტერესებს და შესაბამისად, უნდა იცავდეთ  მათ.

ამ კანონპროექტის მიღებით, საქართველო მოექცევა როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ იზოლაციაში, რაც მნიშვნელოვნად დაანგრევს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას, რომლის ნაწილიც არის ქართული კულტურის მცდელობა, გაარღვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი კულტურული იზოლაციის კედელი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველამ ერთად გავაკეთეთ ძალიან ბევრი რამ, რათა ეს იზოლაცია დაგვეძლია: დავამყარეთ ახალი კავშირები, შევქმენით ახალი ინსტიტუციები და საფუძველი ჩავუყარეთ პროცესს, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს რუსეთის მიერ თავს მოხვეული, საქართველოს კულტურული იზოლაციის საბოლოო დაძლევა.

ამ პროცესში საქართველო მარტო არ ყოფილა და ჩვენი ერთგული მხარდამჭერები იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები _ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობდა წაეშალა საქართველოს კულუტურული კვალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველა შესაძლო ხერხითა და მეთოდით წინ აღდგომოდა ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას, წარმოაჩენდა რა მას, როგორც მხოლოდ ეგზოტიკურ, მეორად, ეთნონანაციონალისტურ ჩარჩოებში ჩაკეტილ კულტურას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელს უწყობდნენ საქართველოში ჯანსაღი კულტურული პროცესის ფორმირებას: კარს გვიღებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე და ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს დასახმარებლად _ აფინანსებდნენ პროექტებს, რათა გადაგვერჩინა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გამოგვეკვლია ჩვენი კულტურული ფესვები.

რუსული კანონის მიღებით, ჩვენ არა მხოლოდ კარს ვუკეტავთ ჩვენს მეგობრებს და დაუცველები ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარ მტერთან, არამედ გამოვხატავთ უკიდურეს უმადურობას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ, რაც ცალსახად რუსულ მოვლენას წარმოადგენს და არ არის ქართული მსოფლმხედველობის, ღირებულებებისა და კულტურის წიაღში გადმოცემული მრავალსაუკუნოვანი, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიო იდეალების შესაბამისი დამოკიდებულება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ რუსული კანონის მხარდაჭერა ნიშნავს  არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა უპირობო ღალატს, არამედ  ისტორიული და საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე  ქართული კულტურისგან გამიჯვნას.

რამდენადაც თქვენი საპარლამენტო მანდატი გულისხმობს, რომ თქვენ უნდა იყოთ ქართული კულტურის ხმა საქართველოს პარლამენტში და იცავდეთ ქართული კულტურის ინტერესებს,   გვაქვს მოლოდინი, რომ პირადად თქვენ აიმაღლებთ ხმას ამ რუსული კანონის წინააღმდეგ და გააკეთებთ ყველაფერს, რათა არ გახდეთ ამ ღალატის და სირცხვილის თანამონაწილე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პენ-ცენტრი, გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა  პირადად  თქვენ არასდროს მოგეცეთ საშუალება რომელიმე საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოადგენდეთ იმ კულტურასა და ხალხს, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერით უღალატებთ. ჩვენ გავგზავნით წერილს ყველა ჩვენს მეგობართან და პარტნიორთან და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენთვის დაიხუროს ყველა საერთაშორისო კარი და მიიღოთ ის დამოკიდებულება, რომლითაც დღეს რუსეთის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეობა  ნიშნავს  საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და იმ იდეალების ერთგულებას, რომელიც წარმოდგენილია უნივერსალურ ქართულ კულტურაში.   ამ კანონპროექტისთვის თქვენი მხრიდან თვალსაჩინო, ცალსახა და არაორაზროვანი წინააღმდეგობის გაუწევლობა, აღქმული იქნება მის მხარდაჭერად.

 მოგიწოდებთ, იყოთ საქართველოს მოქალაქეების,  საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ერთგული,  აღასრულოთ თქვენი ვალი, რომელსაც გაკისრებთ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი და არ დაემორჩილოთ სხვათა ნებას;  სწორედ ახლა უნდა  მიიღოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება, საკუთარი სინდისის ხმის კარნახით და არა კოლექტიურად.

  მოგიწოდებთ არ უღალატოთ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, რადგან ამ ღალატს აუცილებლად მოჰყვება შედეგები ყველასთვის, ვინც ამ კანონს ხელს მოაწერს, მხარს დაუჭერს ან საკუთარი დუმილით ხელს შეუწყობს მის მიღებას.

საქართველოს პენ-ცენტრი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ხალხის ძალის“ ინიცირებული და ”ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი – ე.წ. ”უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, თავისი შინაარსით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ანალოგიური რუსული კანონის საქართველოში დაკანონების მცდელობას.როგორც უკვე ცნობილია, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაც არის ჩვენი პოზიციის იდენტური. აღნიშნული კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტი სამუდამოდ უსპობს ჩვენს  ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას და ის მიმართულია თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. საქართველოს პენ-ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში თქვენ წარმოადგენთ ქართული კულტურისა და საქართველოს მოქალაქე ხელოვანთა  ინტერესებს და შესაბამისად, უნდა იცავდეთ  მათ.

 ამ კანონპროექტის მიღებით, საქართველო მოექცევა როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ იზოლაციაში, რაც მნიშვნელოვნად დაანგრევს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურას, რომლის ნაწილიც არის ქართული კულტურის მცდელობა, გაარღვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად შექმნილი კულტურული იზოლაციის კედელი.

 საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველამ ერთად გავაკეთეთ ძალიან ბევრი რამ, რათა ეს იზოლაცია დაგვეძლია: დავამყარეთ ახალი კავშირები, შევქმენით ახალი ინსტიტუციები და საფუძველი ჩავუყარეთ პროცესს, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს რუსეთის მიერ თავს მოხვეული, საქართველოს კულტურული იზოლაციის საბოლოო დაძლევა. ამ პროცესში საქართველო მარტო არ ყოფილა და ჩვენი ერთგული მხარდამჭერები იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობდა წაეშალა საქართველოს კულუტურული კვალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყველა შესაძლო ხერხითა და მეთოდით წინ აღდგომოდა ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას, წარმოაჩენდა რა მას, როგორც მხოლოდ ეგზოტიკურ, მეორად, ეთნონანაციონალისტურ ჩარჩოებში ჩაკეტილ კულტურას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელს უწყობდნენ საქართველოში ჯანსაღი კულტურული პროცესის ფორმირებას: კარს გვიღებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე და ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს დასახმარებლად – აფინანსებდნენ პროექტებს, რათა გადაგვერჩინა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გამოგვეკვლია ჩვენი კულტურული ფესვები.

 რუსული კანონის მიღებით, ჩვენ არა მხოლოდ კარს ვუკეტავთ ჩვენს მეგობრებს და დაუცველები ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარ მტერთან, არამედ გამოვხატავთ უკიდურეს უმადურობას ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ, რაც ცალსახად რუსული მოვლენაა და არ არის ქართული მსოფლმხედველობის, ღირებულებებისა და კულტურის წიაღში გადმოცემული მრავალსაუკუნოვანი, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიო იდეალების შესაბამისი დამოკიდებულება.

 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ რუსული კანონის მხარდაჭერა ნიშნავს  არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს უპირობო ღალატს, არამედ  ისტორიული და საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე  ქართული კულტურისგან გამიჯვნას. რამდენადაც თქვენი საპარლამენტო მანდატი გულისხმობს, რომ თქვენ უნდა იყოთ ქართული კულტურის ხმა საქართველოს პარლამენტში და იცავდეთ ქართული კულტურის ინტერესებს,   გვაქვს მოლოდინი, რომ პირადად თქვენ აიმაღლებთ ხმას ამ რუსული კანონის წინააღმდეგ და გააკეთებთ ყველაფერს, რათა არ გახდეთ ამ ღალატის და სირცხვილის თანამონაწილე.

 წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს პენ-ცენტრი, გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა  პირადად  თქვენ არასდროს მოგეცეთ საშუალება რომელიმე საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოადგენდეთ იმ კულტურასა და ხალხს, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტის მხარდაჭერით უღალატებთ. ჩვენ გავგზავნით წერილს ყველა ჩვენს მეგობართან და პარტნიორთან და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენთვის დაიხუროს ყველა საერთაშორისო კარი და მიიღოთ ის დამოკიდებულება, რომლითაც დღეს რუსეთის წარმომადგენლებს ხვდებიან.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეობა  ნიშნავს  საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და იმ იდეალების ერთგულებას, რომელიც წარმოდგენილია უნივერსალურ ქართულ კულტურაში.   ამ კანონპროექტისთვის თქვენი მხრიდან თვალსაჩინო, ცალსახა და არაორაზროვანი წინააღმდეგობის გაუწევლობა, აღქმული იქნება მის მხარდაჭერად.

 მოგიწოდებთ, იყოთ საქართველოს მოქალაქეების,  საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ერთგული,  აღასრულოთ თქვენი ვალი, რომელსაც გაკისრებთ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატი და არ დაემორჩილოთ სხვათა ნებას;  სწორედ ახლა უნდა  მიიღოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება, საკუთარი სინდისის ხმის კარნახით და არა კოლექტიურად.

 მოგიწოდებთ არ უღალატოთ საკუთარ ქვეყანასა და ხალხს, რადგან ამ ღალატს აუცილებლად მოჰყვება შედეგები ყველასთვის, ვინც ამ კანონს ხელს მოაწერს, მხარს დაუჭერს ან საკუთარი დუმილით ხელს შეუწყობს მის მიღებას.

 

ხელმომწერები:

    1. ივა ფეზუაშვილი
    2. ბესიკ ხარანაული
    3. ბათუ დანელია
    4. ტორესა მოსი
    5. გვანცა ჯობავა
    6. თამთა მელაშვილი
    7. დალილა გოგია
    8. ბექა ადამაშვილი
    9. რუსუდან რუხაძე
    10. არჩილ ქიქოძე
    11. დიანა ანფიმიადი
    12. მარი ბექაური
    13. ნესტან-ნენე კვინიკაძე
    14. გაგა ნახუცრიშვილი
    15. ნიკა ჩერქეზიშვილი
    16. ლელა კურტანიძე
    17. თათია ნადარეიშვილი
    18. ლელა შუბითიძე
    19. ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)
    20. ეკატერინე ტოგონიძე
    21. თეკლა ქველაძე
    22. ნატალია ბუკია-პეტერს
    23. ნათია გიორგაძე
    24. იუნონა გურული
    25. სოფიო შამანიდი
    26. მათე სარალიშვილი
    27. რატი მუჯირი
    28. მარიამ კიკაჩეიშვილი
    29. ნანა გოგოლაშვილი
    30. ლექსო ქურხული
    31. სალომე ბენიძე
    32. ლელა კოდალაშვილი
    33. ირინე ჭოღოშვილი
    34. ნინო ბექიშვილი
    35. ნინო ხარატიშვილი
    36. კოკა ქამუშაძე
    37. ეკა ქევანიშვილი
    38. დარეჯან კიკოლიაშვილი
    39. ნანა ტრაპაიძე
    40. მაშო სამადაშვილი
    41. ნატო დავითაშვილი
    42. ზაზა კოშკაძე
    43. ლუკა ბაქანიძე
    44. მაია კუდავა
    45. ზვიად კვარაცხელია
    46. ლადო კილასონია
    47. ბექა ქურხული
    48. გიორგი ხარაიშვილი
    49. მაია ლიპარტელიანი
    50. დათო ქარდავა
    51. ნინო კიკნაძე
    52. თინათინ ბერიაშვილი
    53. ქეთი ქანთარია
    54. ელენე ჯაფარიძე
    55. პაატა შამუგია
    56. რატი ამაღლობელი
    57. თაკო შუკაკიძე
    58. ალექსანდრე ლორთქიფანიძე
    59. ლელა დუმბაძე
    60. ანი მილაშვილი
    61. ხათუნა თავდგირიძე
    62. თეონა დოლენჯაშვილი
    63. მაია ალუდაური
    64. ლანა კალანდია
    65. ნიკი თარხან-მოურავი
    66. ნათია მიქელაძე
    67. მაიკო დანელია
    68. ვასო გულეური
    69. გიორგი მაისურაძე
    70. ბელა ჩეკურიშვილი
    71. ალეკო შუღლაძე
    72. თემურ ჩხეტიანი
    73. თამრი ფხაკაძე
    74. ქეთევან ყანჩაშვილი
    75. მიხეილ ციხელაშვილი
    76. ნინია ნადირაძე
    77. ნანა აბულაძე
    78. ლიკა ჩაფიძე
    79. ზაალ ანდრონიკაშვილი
    80. გიორგი ჯინჭარაძე
    81. ზვიად რატიანი
    82. თაკო ლონდარიძე
    83. გიორგი არაბული
    84. შოთა იათაშვილი
    85. დათო ტურაშვილი
    86. კატო ჯავახიშვილი
    87. ნიკა ლაშხია
    88. მედეა იმერლიშვილი
    89. მაკა კასრაძე
    90. ზურაბ ლეჟავა
    91. ოთარ ჯირკვალიშვილი
    92. სოსო მეშველიანი
    93. დოდო ყვავილაშვილი
    94. მარინა ცხადაია
    95. ბესო სოლომანაშვილი
    96. მაგდა ნოვაკოვსკა
    97. მალხაზ ხარბედია
    98. მარიამო ჯანელიძე
    99. მანანა მათიაშვილი
    100. თინა მამულაშვილი
    101. ნატო ინგოროყვა
    102. შორენა შამანაძე
    103. ლაშა ბაქრაძე
    104. რეზო გეთიაშვილი
    105. ნატო გორდელაძე
    106. ნიკოლოზ აგლაძე
    107. თაკო ფოლადაშვილი
    108. გიორგი შონია
    109. ლელა სამნიაშვილი
    110. ნანუკა სულაძე
    111. ანდრო დადიანი
    112. გიო ლომიძე
    113. ნინო სურამელაშვილი
    114. ქეთო ნინიძე
    115. მიხო მოსულიშვილი
    116. დავით ქაშიაშვილი
    117. ლელა ცუცქირიძე
    118. ქეთი ნიჟარაძე
    119. ნინია სადღობელაშვილი
    120. ზაზა ფირალიშვილი
    121. ნუკრი ბერეთელი
    122. კატია ვოლტერსი
    123. გიორგი გოკიელი
    124. სოფიო კუბლაშვილი
    125. ხატია ჩიტორელიძე

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები