სიახლეები

„გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილის მოკვლით ემუქრებიან

×
ფოტო: Facebook
ავტორის გვერდი 1970-08-22 26298
“გურიის მოამბის” რედაქტორს, თეა იოსელიანს შვილის მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ იოსელიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა. მუქარა, სავარაუდოდ, თეა იოსელიანის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 
 
გამოცემა "გურიის მოამბე" წერს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით უკვე დაიწყო.
 
 
"საქართველოს პენცენტრი" სოლიდარობას უცხადებს თეა იოსელიანს. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა დააზარალებს არა მხოლოდ უშუალოდ მუქარის ადრესატს, არამედ მთლიანად ქართველ საზოგადოებას. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება დროულად გამოავლენს სავარაუდო მოძალადეს.
 
საქართველოს პენცენტრი
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები