განცხადებები

საქართველოს პენცენტრის განცხადება რუსთაველზე მიმდინარე ძლადობრივი კონტრაქციის შესახებ

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-07-05 1775
საქართველოს პენცენტრი გმობს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობას. თანადგომას ვუცხადებთ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც პროფესიული საქმიანობისას მოძალადეების ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი აღმოჩდნენ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისი პრაიდის მონაწილეებს, რომელთაც ძალადობრივად შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის საშუალება. 
 
მიგვაჩნია, რომ რუსთაველის გამზირის ზიზღის პოლიგონად ქცევა საქართველოს საპატრიარქოს უშუალო ბრალია, თუმცა ბრალის სიმძიმეს ვერ გაექცევა ხელისუფლება, რომლის მეთაურმა დღევანდელი უპასუხისმგებლო განცხადებით კიდევ უფრო წააქეზა სიძულვილის ჯგუფები, ხოლო პოლიციამ კი აბსოლუტური უმოქმედობით გასაქანი მისცა ხილულ კრიმინალს, რომელსაც თვალს მთელი ქვეყანა ადევნებდა.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები