ვიდეო

ლაშა ბუღაძის სიტყვა ფრანკფურტში და სოლიდარობის ჟესტი ზვიად რატიანისადმი

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2018-09-29 14569

ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე და მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად მაშინ, როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის, თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის ბედზე. დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები იმართება

ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე და მე ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად მაშინ, როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის, თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის ბედზე. დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები იმართება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი რეაქცია, სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეს ეხებათ ასევე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ეხლაც კი კეკლუცობენ პოეტებთან და აგერ იდგა ზურაბ რთველიაშვილი, რომელსაც ასევე დიდი პრობლემები შეექმნა რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლების მიერ. ასე რომ, ქართველი მწერალი ყოველთვის, მიუხედავად ყველაფრისა, თავის სიტყვას იტყვის, თავის სიმართლეს გაიტანს.

პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება.

 

">
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები