განცხადებები

პენცენტრის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით

×
პენის ლოგო
ავტორის გვერდი pencenter.ge 2023-12-18 8168

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 წლიდან ხურავს ერთ არხს და ექვს გადაცემას, მათ შორის რამდენიმე ყველაზე რეიტინგულს და ამის მიზეზად ახალ შენობაში გადასვლას და  ორგანიზაციული ხარჯების ზრდას ასახელებს.

მწერალ დავით გორგილაძის საავტორო გადაცემის, "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" შენარჩუნების მოთხოვნით საზოგადოების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, პეტიციას ხელს აწერს 3600-ზე მეტი ადამიანი.

პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს დავით გორგილაძეს და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელთა გადაცემები დაიხურა და  მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს  საეთერო ბადის თავისუფლება, მრავალფეროვნება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები