განცხადებები

მწერლების მიმართვა უცხოელ კოლეგებს

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-02-23 23380

ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოელ კოლეგებსა და საქართველოს მეგობრებს:

 

23 თებერვალი ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში, ამ დღეს ცრემლით, ტკივილით, მაგრამ სიამაყით ვიხსენებთ ქართველ იუნკერებსა და ათასობით მებრძოლს, რომლებმაც 1921 წელს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას გმირულად შესწირეს თავი. უდიდესი მსხვერპლის ფასად, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.

დღეს, ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე, საქართველო და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები ისევ უდიდესი საფრთხის წინაშეა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი პროცესები, საქართველოს ჩამოშორება დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყნის დასავლური კურსის ღალატი, მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.

ქართველი მწერლები და გამომცემლები მოგმართავთ ყველას, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გაიაზროთ საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და კიდევ ერთხელ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სამართლიანი ბრძოლისადმი, რომელიც მიმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისაკენ!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

საქართველოს პენცენტრი 23.02.2021

 

ხელმომწერები:
 
რუსუდან მოსიძე
 
გვანცა ჯობავა
 
პაატა შამუგია
 
ირაკლი კაკაბაძე
 
ზვიად კვარაცხელია
 
ლელა სამნიაშვილი
 
მაია კუდავა
 
ხათუნა თავდგირიძე
 
ირინე ჩოგოშვილი
 
ნესტან ნენე კვინიკაძე
 
ლაშა ბუღაძე
 
ნათია გიორგაძე
 
ბუბა კუდავა
 
დათო გორგილაძე
 
ზაზა კოშკაძე
 
მედეა იმერლიშვილი
 
ნატო ინგოროყვა
 
ნინა სურამელაშვილი
 
ბექა ადამაშვილი
 
რატი ამაღლობელი
 
ჯაბა ზარქუა
 
კახმეგ კუდავა
 
რუსუდან რუხაძე
 
ეკატერინე ტოგონიძე
 
თამარ კვიჟინაძე
 
ქეთი ნიჟარაძე
 
ბელა ჩეკურიშვილი
 
ბესო სოლომანაშვილი
 
გაგა ნახუცრიშვილი
 
მანანა მათიაშვილი
 
დარეჯან კიკოლიაშვილი
 
ლუკა ბაქანიძე
 
მაია ალუდაური
 
ზურა პაპიაშვილი
 
ქეთი ქანთარია
 
დალილა გოგია
 
ნათია გიორგაძე
 
ოთარ ჯირკვალიშვილი
 
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
 
ხვიჩა ყალაბეგაშვილი
 
მაკა ლდოკონენი
 
თინა მამულაშვილი 
 
მაიკო ტურაბელიძე
 
ცირა ბარბაქაძე
 
გიორგი ჩუთლაშვილი
 
დავით რობაქიძე
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები