განცხადებები

პენცენტრის საგანგებო განცხადება

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 23700

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მოეწყო მიტინგი, რასაც ხელისუფლებამ უპასუხა არაპროპორციულად, ძალის გადამეტებით.

დამიზნებით ესროლეს აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს. ექიმების განცხადებით, აქციის მონაწილეთაგან რამდენიმემ მხედველობა დაკარგა, რამდენიმე ცალი თვალი აქვს ამოგდებული, დაშავებულია ათობით ადამიანი. ნაცემია პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი. მას პოლიციამ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა და როცა უარი მიიღო, სასტიკად გაუსწორდა მას, ოპერატორს კი კამერა დაუმტვრიეს. რეზინის ტყვია მოხვდა რუსთავი ორის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილს, პირველი არხის და რუსთავი2-ის ოპერატორებს, on.ge-ს და civil.ge-ს ჟურნალისტებს,

საქართველოს პენცენტრი მოუწოდებს ხელისუფლების პასუხსიმგებელ ადამიანებს, დანიშნონ საგანგებო სხდომა და დაუყოვნებლივ გამოაცხადონ ვადამდელი არჩევნები. აქციის უიარაღო მონაწილეების და ჟურნალისტების ასეთი სისასტიკით დარბევა უბრალოდ არ ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ აქცია დაიწყო რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ვიზიტით. ამ დეპუტატებს ხელი აქვთ მოწერილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ერთეულებად გამოცხადებაზე. პროტესტი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. აქციის რამდენიმე მონაწილე შეეცადა პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას, რასაც პასუხად მოჰყვა პოლიციის და სპეცრაზმის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები