განცხადებები

აღადგინეთ მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი!

×
პრესკონფერენცია მწერალთა სახლში
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 25524

დღეს, 28 ივნისს,  მწერალთა სახლში მწერლებმა, გამომცემლებმა, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმება გააპროტესტეს და სტატუს კვოს აღდგენა მოითხოვეს.

მოთხოვნის ადრესატები იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატაშა ლომოური, მედეა მეტრეველი, ლაშა ბუღაძე, გვანცა ჯობავა, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, პაატა შამუგია, ხათუნა თავდგირიძე, არჩილ ქიქოძე, ანა დოლიძე, ცირა ელისაშვილი, ზაზა კოშკაძე, ნიკა ლაშხია.

მწერლები, გამომცემლები და მთარგმნელები აპროტესტებენ იმას, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მათთან თანამშრომლობის გარეშე დახურა ორი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია, რომლის მთავარი ბენეფიციარებიც ისინი არიან. 

მწერლები სრულ თანადგომას უცხადებენ მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილ დირექტორებს - ნატაშა ლომოურს და დეა მეტრეველს. მათ მიაჩნიათ, რომ ქალაქის ყველაზე ღია ლიტერატურული სივრცის მენეჯმენტის შეცვლის მიზანი სწორედ "მწერლობის მოთვინიერება" და ცენზურის დაწესების მცდელობაა. 

 

ასევე, იხილეთ მწერლებისა და გამომცემლების პეტიცია

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები