სიახლეები

საქართველო: მთავრობის საინფორმაციო გამჭვირვალება და საგანგებო მდგომარეობის დროს ტელეჟურნალისტების დათხოვნა - ამერიკის პენცენტრის რეპორტი

×
Pen America
ავტორის გვერდი 2020-05-05 41854
ავტორები: ვერონიკა პფაილშიფტერი, პოლინა სადოვსკაია (კოვალევა)
ფოტო: thisispoetryasylum.com
 
თებერვლის ბოლოს, კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაიწყო  პრევენციული ზომების მიღება: დაიხურა სკოლები, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები. სახელმწიფომ შექმნა ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია უსაფრთხოების რეკომენდაციები და მითების გამანეიტრალებელი ინფორმაცია კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით. თავიდან ვებგვერდი მხოლოდ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ შემდეგ დაემატა აფხაზური და ოსური ენებიც, რაც ქვეყნის ენობრივ მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს. 
 
 შემთხვევათა გაზრდილი რაოდენობის გამო სახელმწიფომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, და შემდეგ გააგრძელა 22 მაისამდე. საქართველოს კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, საგანგებო მდგომარეობა  6 თვის ვადით გაგრძელდეს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას შეზღუდოს გარკვეული კონსტიტუციური უფლებები, როგორებიცაა: თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლების, კონფიდენციალურობისა და პირადი კომუნიკაციის, თავისუფალ მედიის, საჯარო ინფორმაციის გაცემისა და კერძო საკუთრების უფლებები.
 
საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთავრობამ აამოქმედა კომენდანტის საათი, რომლითაც აუკრძალა მოქალაქეებს საღამოს ცხრიდან დილის 6-მდე გარეთ გამოსვლა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მანქანით გადაადგილება. მანქანით გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა 27 აპრილს. მოქალაქეებს, რომლებიც განმეორებით დაარღვევენ საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვას, სამი წლით პატიმრობა ემუქრებათ. 
 
სახელმწიფომ ასევე შეაჩერა ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის ევროპული კონვენცია (ECHR) მე-15 მუხლის შესაბამისად, რომელიც საგანგებო მდგომარეობისას უფლებათა შესუსტების ან შეზღუდვის  საშუალებას იძლევა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა აისახოს მთავრობის ვალდებულებაზე, პატივი სცეს თავისივე მოქალაქეების უფლებებს.
 
ქვეყნის სასამართლო სისტემა კრიტიკის ქვეშ მოჰყვა დახურული მოსმენების გამო. საქართველოს სახალხო დამცველმა გააკრიტიკა სახელმწიფოსგან დაფინანსებული აჭარის მაუწყებელი და მთავრობასთან ახლო კავშირების მქონე მისი სამეთვალყურეო საბჭო თანმშრომელთა უფლებების შელახვის და სამსახურიდან იმ ჟურნალისტების გაშვების გამო, რომელთაც სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით გააკრიტიკეს ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობა. 
 
საქართველოს მთავრობის რეაგირების გუნდმა, რომელსაც მედიცინის სფეროს სამი პროფესიონალი უძღვებოდა, მოქალაქეები მოამარაგეს კოვიდ-19-თან დაკავშირებული რისკებისა და შედეგების შესახებ გამჭვირვალე ინფორმაციით, თუმცა მთავრობამ  პერიოდულად დაარღვია ადამიანის უფლებები. 
 
ამერიკის პენცენტრის სრული რეპორტი შეგიძლიათ იხილოთ აქ
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები