განცხადებები

საქართველოს პენცენტრის განცხადება ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ

უკვე რამდენიმე თვეა განსაკუთრებით მოიკრიფა ძალა ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აზვირთებულმა სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობამ, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა  ბიზნეს ინტერესჯგუფების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.  
 
„რიონის ხეობის მცველთა მოძრაობა“  გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის შიშსა და აღშფოთებას იმის  თაობაზე, რომ კიდევ ერთი გიგანტური ჰესის მშენებლობა  სერიოზულ  ხიფათს შეუქმნის  დასავლეთ საქართველოს ბუნებას,  შესაბამისად,  ადამიანთა სიცოცხლეს;  უზარმაზარ  ფართობს ჩააბეტონებს და წყალში ჩაძირავს, მოსპობს პოტენციურად ძალზე შემოსავლიან მევენახეობას (ენდემური ტვიშის მიკროზონას) და მეურნეობის სხვა დარგებს.  
 
საგანგაშოა,  რომ, ნაცვლად პრობლემის აღიარებისა,  ტექნოკრატიული  ლობის მიერ საკმაოდ დიდი თანხების მობილიზების შედეგად გამოცხადდა ამ სახალხო და ახალგაზრდული მოძრაობის დემონიზაციისა და დისკრედიტაციის კამპანია.  ეს კამპანია მიზნად ისახავს: ჯერ სახელი გაუტეხოს   მოძრაობის მთავარ ორგანიზატორებსა და  საერთოდ, რიონის ხეობის ბინადართ,  და შემდგომში უკვე განახორციელოს რეპრესიები მათ მიმართ, რაც არსებითად უკვე  დაწყებულია  ჰესის მშენებლობის ადგილზე. ეს პრაქტიკა  ჩვენ კარგად გვახსოვს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდების ქრონიკიდან.  
მოვუწოდებთ მედიას, ჟურნალისტებს, სახელმწიფო და კორპორატიულ ინტერესჯგუფებს, ზოგ  მწერალსა და ხელოვანს,  თავი შეიკავონ გარემოს დაცვითი მოძრაობის წარმომადგენლების დემონიზაციის  უღირს და საშიშ კამპანიაში მონაწილეობისაგან.  
 
მოვუწოდებთ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს, არსებული პრობლემები და გამოწვევები ყოველგვარი რეპრესიების გარეშე მოაგვარონ, რადგან საქართველო რეალურად დგას ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროების წინაშე.   
ჩვენ  გარემოსდაცვითი მოძრაობის ნაწილად აღვიქვამთ თავს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ  „რიონის ხეობის მცველთა მოძრაობის“.  მტკიცედ გვწამს, რომ  გიგანტური ჰესების, ატომური ელექტრო სადგურებისა და მაღალი რისკის ენერგო-გენერატორების მშენებლობა  დიდ ხიფათს უქმნის ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს,  ჩვენს მომავალ თაობებს.   ამიტომ  განვითარების ალტერნატიულ  გზებზე, უსაფრთხო ენერგოპოლიტიკაზე  ფიქრი ერთადერთი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან. 
 
ჩვენ გვჯერა,  რომ  სამეცნიერო ძალების მობილიზებით,  თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ქართველი და უცხოელი  ექსპერტების ჩართულობით,    შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება.   
ეს პროტესტი  საქართველოს ყველა  მოქალაქის კუთვნილებაა,   მიუხედავად გაბატონებული ნეოლიბერალური პროპაგანდისა, რომელიც საზოგადოებას ინტერესთა ჯგუფებად და უმცირესობა-უმრავლესობად ანაწილებს. 
 
ჩვენ ყველანი ერთად ვართ ბუნებისა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის საქმეში.  
 
ხელმომწერები: 
 
  1. ირინე ჭოღოშვილი
  2. ქეთი ქანთარია
  3. ნაირა გელაშვილი
  4. თამთა მელაშვილი
  5. მაია ალუდაური
  6. მიხეილ ციხელაშვილი
  7. პაატა შამუგია
  8. ირაკლი კაკაბაძე
  9. ნინო სადღობელაშვილი
  10. ლელა სამნიაშვილი
  11. გიორგი არაბული
  12. გიორგი მაისურაძე
  13. ნინო ამირეჯიბი
  14. ირამ შიოლაშვილი
  15. გვანცა ჯობავა
  16. ზვიად კვარაცხელია
  17. დიანა ანფიმიადი
  18. დალილა გოგია
  19. ელა ჩეკურიშვილი
  20. დარეჯან კიკოლიაშვილი
  21. ხათუნა ცხადაძე
  22. ლექსო ქურხული
  23. ბექა ქურხული
  24. ლელა ცუცქირიძე
  25. ერეკლე დეისაძე
  26. შალვა ბაკურაძე
  27. მანანა მათიაშვილი
  28. სოსო მეშველიანი
  29. მედეა იმერლიშვილი
  30. ნანა ჯანაშია
  31. ნატო ინგოროყვა
  32. ნიკოლოზ აგლაძე
  33. ეკა კვიციანი
  34. ნათია როსტიაშვილი
  35. თამარ კვიჟინაძე
  36. ვასილ გულეური
  37. გაგა ნახუცრიშვილი
  38. ლელა შუბითიძე
  39. ნიკა ლაშხია
  40. ნენე კვინიკაძე
  41. ზაალ ანდრონიკაშვილი
  42. მაია ლიპარტელიანი
  43. ლელა დუმბაძე
  44. ლადო კილასონია
  45. დალი იაშვილი
  46. შორენა შამანაძე
  47. ლუკა ბაქანიძე
  48. ნათია გიორგაძე
  49. არჩილ ქიქოძე
  50. ირა ტატიშვილი
  51. შოთა იათაშვილი
  52. გიორგი კაკაბაძე
  53. ზაზა კოშკაძე
  54. ეკატერინე ტოგონიძე
  55. ნატო დავითაშვილი
  56. დავით რობაქიძე
  57. ზურა პაპიაშვილი
  58. მერაბ ფიფია
  59. ანი კოპალიანი
  60. შორენა ლებანიძე
  61. ირაკლი ლომოური 
  62. თეონა დოლენჯაშვილი
  63. ლიკა გორდეზიანი

ამავე კატეგორიაში




პარტნიორები