განცხადებები

ბელარუსის პენცენტრი ლუკაშენკოს რეჟიმმა დახურა

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-08-10 10402
9 აგვისტოს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბელარუსის პენცენტრის დახურვის შესახებ.  ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩია. თავად ალექსიევიჩი პენცენტრის დახურვის დროს საზღვარგარეთ იყო. 
 
2020 წლის არჩევნების შემდეგ დიდი საპროტესტო ტალღა ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალადობრივად ჩაახშო. რეპრესიები დღემდე გრძელდება. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, ამ დროისთვის 35.000-მდე ადამიანია  დაპატიმრებული, ასობით მათგანი ნაწამებია. 
 
საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს კოლეგებს, რომელთაც დიქტატურის პირობებში უზარმაზარი გამოწვევები შეექმნათ. ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის ღია ომს თავისუფლებისმოყვარე ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ და იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა მალე თავისუფალი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება. 
 
 
საქართველოს პენცენტრი
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები