განცხადებები

საერთაშორისო პენცენტრი აზერბაიჯანს: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უფლებადამცველი

×
ელჩინ მამადი
ავტორის გვერდი pencenter.ge 2020-05-07 33859
საერთაშორისო პენცენტრი უკიდურესად შეშფოთებულია რეპორტიორის, იურისტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, ელჩინ მამადის დაპატიმრებით. 2020 წლის 30 მარტს, მამადის მიერ აზერბაიჯანში არსებული ადამიანის უფლებების შესახებ კრიტიკული წერილის დაბეჭდვიდან მცირე დროში, ის პოლიციამ საკუთარ სახლში დააპატიმრა. პოლიციის მტკიცებით, მათ მოპარული სამკაულები იპოვეს მამადის ოფისში. მეორე დღეს საქალაქო სასამართლომ ის სამთვიან წინასწარ პატიმბრობაში დატოვა როგორც ბრალდებული. საერთაშორისო პენცენტრი მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. 
 
"თავისი საქმიანობის გამო, მამადი 2015 წლიდან იყო შეურაცხყოფისა და მუქარის ობიექტი სახელმწიფოს მხრიდან.  საერთაშორისო პენცენტრი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მამადი ისევ იდევნება კრიტიკული განცხადებებისა და უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, და ითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას" , - განაცხადა საერთაშორისო პენცენტრის დირექტორმა, კარლს ტორნერმა.
 
საქართველოს პენცენტრი უერთდება საერთაშორისო პენცენტრის მოწოდებას აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ელჩინ მამადი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები