განცხადებები

PEN America-ს განცხადება "რუსულ" კანონპროექტზე

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2023-03-01 5603

ახალი კანონის საფრთხეები სამოქალაქო საზოგადოებისთვის და საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის.

 

PEN America შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონის გამო, რომელიც მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების საქმიანობის გამოძიებისა და მონიტორინგის შეუზღუდავ უფლებამოსილებას მისცემს.

 

PEN America მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საშინაო და საერთაშორისო სტანდარტებს და მოუწოდებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ინიციატორებს, უკან გაიწვიონ კანონი.

 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ინიცირებული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის საქართველოში მოქმედ ყველა სამოქალაქო საზოგადოებას, ორგანიზაციას ან მედიასაშუალებას.” - განაცხადა ლისლ გერნთჰოლცმა, PEN/Barbey Freedom to Write Center-ის დირექტორმა.

 

“გამჭვირვალობის" სახელით იუსტიციის სამინისტროს მიენიჭება, შეუზღუდავი უფლებამოსილება, რომ გამოიძიოს და მონიტორინგი გაუწიოს ორგანიზაციებს. მთავრობის მხრიდან მწერლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების დაშინების სისტემატიზაცია, განსაკუთრებით შემაშფოთებელი პერსპექტივაა მათთვის, ვინც მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულ პოზიციას და მოსაზრებებს გამოხატავს.

 

კანონპროექტი გვთავაზობს “უცხოური ძალის” და “უცხოური გავლენის აგენტის” განმარტების ახალ ინტერპრეტაციას. ეს კანონი, ბევრს სხვა მოთხოვნასთან ერთად, არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომელიც დაფინანსების 20 პროცენტს უცხოეთიდან იღებენ, “უცხოური გავლენის აგენტების” რეესტრში რეგისტრაციას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს.

 

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილება ეძლევა რომ გამოიძიოს და მოითხოვოს ნებისმიერი სახის, მათ შორის პერსონალური დოკუმენტაცია იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც მათი მოსაზრებით ზემოთაღნიშნულ რეესტრში უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი.

ნებისმიერი ორგანიზაცია,  რომელიც რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს განაცხადებს, 25 000 ლარით დაჯარიმდება და იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერი, მათ შორის ანონიმური მოთხოვნის საფუძველზე, დაიწყოს  ამ ორგანიზაციის მონიტორინგი და გამოძიება.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა რომ “კანონპროექტი ცდილობს საქართველო რუსეთის მანკიერ მოდელს დაამსგავსოს”  და ამიტომ ის ამ კანონს ვეტოს დაადებს.

კანონპროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისშიც და მიუთითებენ, რომ კანონი არღვევს გამოხატვის თავისუფლების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ასევე ხაზს უსვამენ კანონის მსგავსებას რუსულ და უნგრულ ანალოგებთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა  უკმაყოფილება ღია წერილით დააფიქსირა. წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი, მისი რუსული ანალოგის მსგავსად, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიას და დისკრედიტაციას ცდილობს.

კანონის ინიციატორები “ხალხის ძალის” წევრები არიან, “ხალხის ძალა” კი თავის მხრივ, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ფრაქციას წარმოადგენს. ამ ორი პარტიის შედარებისას, ქართული ოცნების წარმომადგენელმა განაცხადა: “ჩვენს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.”

2022 წლის დეკემბრის პრესრელიზში, კანონის ინიციატორებმა განაცხადეს რომ მათი მთავარი ამოცანა, საქართველოში მოღვაწე, უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის რეგულაციაა.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, რადგან ის ამერიკული კანონის ანალოგია, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიეკრმა ნედ პრაისმა ამ შედარებას “აშკარა სიყალბე” უწოდა.

 

ეს კანონპროექტი პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის playbook-დან არის აღებული და არღვევს ადამიანის უფლებათა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პრინციპებს. ჩვენ მოვუწოდებთ კანონპროექტის ინიციატორებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის გამოხატვის თავისუფლებას და დაუყოვნებლივ გაიწვიონ  წინადადება", - განაცხადა ლისლ გერნთჰოლცმა.


წერილში გამოყენებულია თარგმანი mtavari.tv - დან

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები