ღონისძიებები

საქართველოს პენცენტრი წიგნის ფესტივალზე 25 ივნისს

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-06-21 8207
საქართველოს პენცენტრი თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალზე  იქნება წარმოდგენილი. მთავარ სცენაზე პენცენტრის წევრები - მთარგმნელი ქეთი ქანთარია და მწერალი ირაკლი ლომოური - ისაუბრებენ მწერლების როლზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ღონისძიების მოდერატორია პენცენტრის პრეზიდენტი პაატა შამუგია, დისკუსიის სახელწოდება: "გარემოება და გარემოებანი".  
 
მისამართი: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი
 
პარასკევი, 25 ივნისი, 17:30-დან 18:30-მდე
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები