განცხადებები

საქართველოს პენ ცენტრის განცხადება

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2023-07-03 8634

საქართველოს პენ ცენტრის განცხადება 

 

საქართველოს პენ ცენტრი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს პრორუსული ძალების და პრორუსული ტელევიზიების მიერ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, “სულაკაურის გამომცემლობის” მისამართით დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო.

სამწუხაროდ, 30 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას გაიმეორა პრორუსული ძალების და ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. საქმე ეხება XVII საუკუნის ცნობილი მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარს, რომელიც თავისი შინაარსითა და მორალით არაფრით განსხვავდება ამავე ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ზღაპრებისაგან, როგორიცაა “წითელქუდა”, “ჩექმებიანი კატა” თუ ბავშვებისთვის საყვარელი მისი არაერთი სხვა ტექსტი.

სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა.

საქართველოს პენ ცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ.

ჩვენ ვგმობთ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ პრორუსული ძალების მიერ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს სიფრთხილისაკენ, რათა არარსებული საფრთხეების წარმოჩენით მას არ მოჰპარონ საქართველოს და მის შვილებს ევროპული მომავალი, რომელიც უალტერნატივოა ამ ქვეყნისა და მისი მომავლისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

ვგმობთ რა სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ დაწყებულ ამაზრზენ ცილისმწამებლურ რუსულ კამპანიას, ვაცხადებთ, რომ ყველა, როგორც ერთი, დავიცავთ ნებისმიერ გამომცემელს, მწერალს, ნებისმიერი სფეროს ხელოვანსა თუ ინსტიტუციას, რომლის გაჩუმება ან განადგურებაც ენდომებათ რუსეთს და მის მსახურებს. ასევე ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა რუსეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადი გახდეს ქართველი ხალხისთვის და ის სრულად იყოს ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს, მსგავსი რუსული კამპანიებისა და ინიციატივების გამო ემუქრება.

 

  

1. არჩილ ქიქოძე

2. ლაშა ბუღაძე

3. რატი ამაღლობელი

4. ანა კორძაია-სამადაშვილი

5. მარი ბექაური

6. თამთა მელაშვილი

7. ბექა ადამაშვილი

8. ალექსანდრე ლორთქიფანიძე

9. ნატო დავითაშვილი

10.  ირაკლი ლომოური

11.  მაია ბადრიძე

12.  დალილა გოგია

13.  ნანა აბულაძე

14.  რუსუდან რუხაძე

15.  ბესო სოლომანაშვილი

16.  მაია ცირამუა

17.  ლევან ბერძენიშვილი

18.  დათო გორგილაძე

19.  ლელა კურტანიძე

20.  მადო ელიაშვილი

21.  თეკლა ქველაძე

22.  მაია ლიპარტელიანი

23.  ზაალ ანდრონიკაშვილი

24.  ინგა ჟღენტი

25.  გიორგი მასხარაშვილი

26.  მიხეილ ციხელაშვილი

27.  ნანა გოგოლაშვილი

28.  თაკო ლონდარიძე

29.  ლელა შუბითიძე

30.  ანი მილაშვილი

31.  თამარ კორკოტაშვილი

32.  ბექა ქურხული

33.  ნუკა ღამბაშიძე

34.  ნინო კიკნაძე

35.  მაშო სამადაშვილი

36.  თინათინ ბერიაშვილი

37.  მაკა კასრაძე

38.  ელენე ჯაფარიძე

39.  მედეა იმერლიშვილი

40.  გია გოკიელი

41.  შორენა ლებანიძე

42.  მაგდა ნოვაკოვსკა

43.  თამრი ფხაკაძე

44.  ირინე ჭოღოშვილი

45.  გიორგი ხარაიშვილი

46.  მათე სარალიშვილი

47.  პაატა შამუგია

48.  თეონა დოლენჯაშვილი

49.  იუნონა გურული

50.  ნინო ლეჟავა

51.  ნატო ინგოროყვა

52.  ნათია გიორგაძე

53.  გაგა ნახუცხრიშვილი

54.  გიორგი შონია

55.  კოკა ქამუშაძე

56.  ლელა კოდალაშვილი

57.  ნატო გორდელაძე

58.  გიორგი კაკაბაძე

59.  ნესტან კვინიკაძე

60.  მარინა ცხადაია

61.  ნინა სურამელაშვილი

62.  მაიკო დანელია

63.  გიორგი ლობჟანიძე

64.  ეკატერინე ტოგონიძე

65.  ლადო ფოჩხუა

66.  ნიკოლოზ აგლაძე

67.  ზურა პაპიაშვილი

68.  ნიკა ლაშხია

69.  ნანა ტრაპაიძე

70.  გვანცა ჯობავა

71.  მაია ალუდაური

72.  მაია კუდავა

73.  ზვიად კვარაცხელია

74.  სოფიო შამანიდი

75.  ლანა კალანდია

76.  სალომე ბენიძე

77.  ნინო ბექიშვილი

78.  ქეთი ქანთარია

79.  შოთა იათაშვილი

80.  ნიკა სამუშია

81.  ლიკა ჩაფიძე

82.  ბელა ჩეკურიშვილი

83.  თაკო ბაქრაძე

84.  ხათუნა თავდგირიძე

85.  ქეთევან ყანჩაშვილი

86.  იაკი კაბე

87.  ნინია ნადირაძე

88.  თამარ ფოლადაშვილი

89.  დარეჯან კიკოლიაშვილი

90.  ვასო გულეური

91.  გია ქარჩხაძე

92.  ტორესა მოსი

93.  ანი კოპალიანი

94.  მაკა ლდოკონენი

95.  ნათია მიქელაძე

96.  ქეთევან ყანჩაშვილი

97.  მერაბ ფიფია

98. ლელა დუმბაძე

99. ნუკრი ბერეთელი

100. რეზო გეთიაშვილი

101. თამარ კვიჟინაძე

102. კატო  ჯავახიშვილი

103. ივა ფეზუაშვილი

104. ბათუ დანელია

105. ეკა ქევანიშვილი

 

 

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები