- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
11 იანვარს, ღამით ბათუმში საპროტესტო აქციაზე პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს გამოცემა „ბათუმელების” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი და კიდევ 9 დემონსტრანტი.
რამდენიმე საათში აქციის 4 მონაწილე გაათავისუფლეს, მაგრამ მალევე, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ისევ დააკავეს მზია ამაღლობელი. ამჯერად სამართალდამცავები მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას აბრალებენ, პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ბათუმელები“ წერს, რომ მზია ამაღლობელს აქციის მიმდინარეობისას ვიღაცამ ხელი მოუჭირა, მან ხელის გათავისუფლება სცადა და ამ დროს შემთხვევით ხელი მოარტყა პოლიციელს.
საქართველოს პენცენტრი თვლის, რომ მომხდარი თავისუფალ მედიაზე შეტევის კიდევ ერთი ფაქტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და აქციის მიმდინარეობისას დაკავებული სხვა პატიმრები.