ბელარუსში, მინსკში, ოპოზიციურ არხ Belsat TV-ში ძალოვნები შეიჭრნენ, დაკავებულია ათობით ჟურნალისტი, მათ შორის ბელარუსის პენცენტრის წევრი, მწერალი და ჟურნალისტი გლებ ლაბადენკა.
სპეცოპერაცია იმ დროს ჩატარდა, როდესაც იწერებოდა ერთ0ერთი ყველაზე კრიტიკული ბელარუსული გადაცემა „თითოეული ჩვენგანი“. ინფორმაციას ტელეარხი Belsat TV ავრცელებს.
საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს ბელარუს კოლეგებს და უსურვებს გამძლეობას ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაში.