როცა სიტყვები (გ)აწამებს და (გ)კლავს
მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ

როცა სიტყვები (გ)აწამებს და (გ)კლავს




"მწერლები სიძულვილის წინააღმდეგ" საქართველოს პენცენტრის პროექტია, რომელიც ვებპლატფორმა Hatecontrol.ge-ზე ხორციელდება.  მისი მიზანია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით დისკუსიების წამოწყება და შესაბამისად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროზე მისი გავლენის შემცირება. პროექტის პარტნიორია გერმანიის მარშალის ფონდი.
მთელი ცხოვრებაა სიტყვების სამყაროში ვცხოვრობ, როგორც პოეტი და ლინგვისტი. ჩემთვის სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგჯერ - მეტად მნიშვნელოვანი. სხვა პროფესიების მსგავსად, ჩემიც ამახინჯებს მსოფლმხედველობას.  ხშირად მეუბნებიან, რომ სიტყვების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ და მართლებიც არიან. სიტყვები ჩემთვის  უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მოქმედებები. სინამდვილეში, ზოგიერთი სიტყვა თავად არის მოქმედება. გავიხსენოთ „საშემსრულებლო“ ზმნები, რომელთა წარმოთქმაც წარმოშობს მოქმედებებს (მაგ.: გპირდები, ვაღიარებ, ვაცხადებ, ვფიცავ და ა.შ.). შემთხვევითი არ არის, რომ  საშემსრულებლო ზმნები ვახსენე, რადგან მსურს ჩემი ესსე დავიწყო საკმაოდ თამამი განცხადებით, რომ სიძულვილის ენა, როგორც ფენომენი, თავისი ხასიათით შემსრულებლურია. ვგულისხმობ იმას, რომ სიძულვილის ენა არის ქცევის ისეთი ტიპი, რომელიც ზიანს აყენებს სხვა ადამიანს და შესაბამისად, მის გამოყენებას აქვს რეალური ეფექტი, რომელიც იწვევს შიშს, სტრესს, ტრავმებს, ემოციურ და ფიზიკურ ტკივილსაც კი.
 
ერთი შეხედვით, სიძულვილის ენა ახალი ფენომენია, თუმცა ის უკვე დიდი ხანია არსებობს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ხალხმა საუბარი დაიწყო. თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ წინაპრებისგან მემკვიდრეობით სიძულვილის ენის მრავალი მაგალითი გვერგო. ანდაზებსა და თქმულებებს, წყევლებსა და შელოცვებს, რომლებიც ამცირებენ და დასცინიან ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს, არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით ნებისმიერ ენაში. ერთ-ერთ ჩემს აკადემიურ ნაშრომში, ერთმანეთს შევადარე ბელორუსული და ინგლისური წყევლა-კრულვა. ამ ტერმინებს მიღმა, მე დავინახე ვერბალური და კოგნიტური პრაქტიკა ბოროტი სურვილებისა და ლანძღვა-გინებისა. კერძოდ, მოსაუბრე (სპიკერი) მსმენელს უსურვებს შეემთხვეს რაიმე ცუდი. მაგ.: „დაე, ეშმაკმა წაიღოს შენი ბოლო შილინგი! წყეულიმც იყავ! ჯოჯოხეთშიც წასულხარ!“ უნდა ითქვას, რომ მსგავს გამონათქვამებს ძველად მასიურად ვხვდებოდით და ადამიანები მათ აქტიურად იყენებდნენ  მტრისაგან თავდასაცავად, ან იმ ადამიანთათვის ცუდი ბედ-იღბლის სასურვებლად, რომლებიც არ მოსწონდათ.
 
ამავე კატეგორიაში


პარტნიორები