მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ

სიძულვილი ვერ უნდა გაბატონდეს

×
ალი ნოვრუზოვი
ავტორის გვერდი 2019-09-28 16144
"მწერლები სიძულვილის წინააღმდეგ" საქართველოს პენცენტრის პროექტია, რომელიც ვებპლატფორმა Hatecontrol.ge-ზე ხორციელდება.  მისი მიზანია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით დისკუსიების წამოწყება და შესაბამისად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროზე მისი გავლენის შემცირება. პროექტის პარტნიორია გერმანიის მარშალის ფონდი.
 
ჩვენ ვეშვებოდით შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სალოცავიდან, რომელიც გადაჰყურებს მუხრანის ხეობას, უმეტესად ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებას, სოფელ ციხისძირს. ჩვენ გვწყუროდა, როგორც ევკალიპტს და მე ძლიერ მინდოდა სიგარეტი. სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველივე მაღაზიის სომეხმა მფლობელმა მოგვცა წყალი, მაგრამ ვერ მოგვცა სიგარეტი, რადგან ახლახან გაზრდილი ფასების გამო, სხვა სოფლის მაღაზიების მსგავსად, აქაც შეწყვიტეს სიგარეტის გაყიდვა.   
 
სიგარეტის ძებნისას, სხვა სოფლის მაღაზიაში, ჩვენ შევეჩეხეთ ადგილობრივებს. აქ იყო ნამდვილი კავკასია მთელი თავისი არსით: ჩემი მასპინძელი და გიდი, აზერბაიჯანელი ქართველი ესაუბრებოდა ქართულად ასირიელ ქალს; ასირიელი ქალბატონი მესაუბრებოდა მე აზერბაიჯანულად; მე, აზერბაიჯანელი აზერბაიჯანიდან, ვესაუბრებოდი რუს ბებოს რუსულად, ქართველმა მაღაზიის მფლობელმა კი, რომელსაც ესმოდა და საუბრობდა ყველა ენაზე, გადაწყვიტა არ ეთქვა არც ერთი სიტყვა, მაშინაც კი, როდესაც მომყიდა ერთი შეკვრა სიგარეტი.
 
ჩვენ, კავკასიაში შეიძლება ვერ ვისაუბროთ ერთ, ზუსტად ერთ ენაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გვესმოდეს ერთმანეთის, შეგვიძლია გვქონდეს დიალოგი, გვქონდეს სავაჭრო ურთიერთობები  და ვიცხოვროთ ერთად. ეს არის ჩემ მიერ ახლად აღმოჩენილი სამოთხე დედამიწაზე და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს სოფელი ციხისძირი. მაგრამ ნება მოგვეცით არ დავივიწყოთ, რომ ეს იდილია არის შუშასავით  მსხვრევადი. მერწმუნეთ, მე ვარ ბაქოდან, მე ვნახე საკუთარი თვალით თუ როგორ ჩამოინგრა მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური თანამეგობრობა სულ რაღაც რამდენიმე თვეში.
 
ისმაილი მიდის დასაძინებლად, ხელში უჭირავს სმარტფონი და სქროლავს Facebook-ის ტაიმლაინს, გაუთავებლად საუბრობს და ეძებს პოლიტიკურ სიახლეებს და დისკუსიებს, სანამ მისი ტვინი არ გაითიშება. ერთი შეხედვით, ეს ჰგავს სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებას, მაგრამ ამ გზით, ისმაილი გამუდმებით ცდილობს დაამარცხოს დროის სარტყელი. ვირჯინიაში, სადაც ახლა ისამილი ცხოვრობს, ძილის დროა, მაგრამ ბაქოში ცხოვრება დუღს და პოლიტიკური კონტენტი Facebook-ზე პიკშია.
 
90-იანი წლების პოპულარულმა რადიოწამყვანმა ისმაილმა, ცოტა ხნის წინ, ხელახლა აღმოაჩინა თავი, როგორც ონლაინ მედიააქტივისტმა, როგორც ჩვენ მათ ბაქოში ვუწოდებთ, სადაც სულ უფრო მეტად ავტორიტარულმა მთავრობამ დიდი ხნის წინ დაიპყრო თითქმის ყველა სატელევიზიო, ბეჭდური და ონლაინ მედია. ისმაილის მსგავსად, აზერბაიჯანის თავისუფალ მედიაში სასიცოცხლო როლს ერთი მუჭა ადამიანები თამაშობენ, ავრცელებენ დაფარულ ინფორმაციას და ახმაურებენ გაუგონარ ამბებს.
 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები