- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
სტრიტარტისტმა გაგოშამ აქტუალურ მოვლენას მორიგი სტენსილი მიუძღვნა.
28 სექტემბერს სასამართლომ გაათავისუფლა 21 ივნისის მიტინგის დარბევაში ბრალდებული სპეცრაზმელი. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. ამ ფონზე, დარბეული მომოტინგეების ნაწილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, თუმცა, მოსამართლემ ეს მოცემულობა არ გაითვალისწინა. იმავე (თუმცა, შეუდარებლად მსუბუქი ფორმის) მოცემულობის გათვალისწინებით კი გაათავისუფლა სპეცრაზმელი, რომელიც მომიტინგეებს არბევდა.
სწორედ ამ ვითარებას ეძღვნება გაგოშას სტენსილი.