პრემია „ლიტერა“ სსიპ მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. ქვეყანაში არსებული ორი მასშტაბური ლიტერატურული პრემიიდან ერთ-ერთი „ლიტერაა“. 2016-2020 წლებში „ლიტერა“ ყოველწლიურად გაიცემოდა 6 ნომინაციაში, გამარჯვებულ ავტორებს გამოავლენდა დამოუკიდებელი ჟიური, რომელსაც არჩევდა მწერალთა სახლი.
2021 წელს პრემია პირველად დადგა ცენზურისა და გამჭვირვალების შეზღუდვის საფრთხის წინაშე. კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა პრემიის ჟიურიში თავისი წარმომადგენელი, მინისტრის მრჩეველი მიავლინა. ეს პროცესი მწერლებმა აღიქვეს, როგორც ტოტალიტარულ დროში გამართული კონკურსების ჟიურიში საბჭოთა სამთავრობო „ოდეერის“ მივლინება, რომელსაც შეეძლო დაეწუნებინა პარტიულ სულისკვეთებასთან შეუსაბამო ტექსტები.
საქართველოს პენცენტრმა გადაწყვიტა, თავად ეტვირთა "ლიტერას" გადარჩენის ფუნქცია და დააარსა "თავისუფალი ლიტერა".
თავისუფალი ლიტერა არის მწერალთა და მკითხველთა თვითორგანიზებისა და სალიტერატურო თავისუფლების მაგალითი.