განცხადებები

რუსული აგრესიის მორიგი მსხვერპლი

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2023-07-03 11016

დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გვინდა გაცნობოთ,  რომ უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეეწირა. 1-ელ ივლისს გარდაიცვალა ცნობილი უკრაინელი მწერალი და PenUkraine-ს წევრი ვიქტორია ამელინა.
ვიქტორია ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Truth Hounds-თან ერთად, უკრაინაში ჩადენილ რუსულ სამხედრო დანაშაულებს იკვლევდა. 

მორიგი მსგავსი სამხედრო დანაშაული 27 ივნისს იქნა ჩადენილი, როდესაც რუსმა სამხედროებმა, ქალაქ კრემატორსკში, სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს.
დაბომბვის დროს ვიქტორია, კოლუმბიელ ჟურნალისტებთან და მწერლებთან ერთად, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, კრემატორსკის ცენტრზე სამხედრო შეტევას, ვიქტორიას გარდა კიდევ 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 60-მდე ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
PenGeorgia უსამძიმრებს გარდაცვლილის ოაჯხის წევრებს, მთლიანად უკრაინულ ლიტერატურულ სამყაროს, PenUkraine-ს გუნდს და ყველა ადამიანს ვისაც ეს ტრაგედია შეეხო.
ამ ომში ერთად გავიმარჯვებთ.
Slava Ukraine 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები