სიახლეები

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ფინალისტები

×
litera
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-09-24 33
დამოუკიდებელმა ჟიურიმ საქართველოს პენცენტრის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ფინალისტები გამოავლინა.
პრემია „ლიტერა“ ექვს ნომინაციაში გაიცემა, ჯილდოვდებიან 2023 წლის საუკეთესო ავტორები.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

ბესიკ ხარანაული   -    ეს საქართველოა (ინტელექტი)

გიორგი კეკელიძე    -    ახალი სიმღერები (ინტელექტი)

ნანა აკობიძე      -    ვალაუვალი  (ინტელექტი)

ნათია ნაცვლიშვილი   -     ანატომიები (ინტელექტი)

მედეა ზაალიშვილი     -     სიმშვიდე დაფნის ხეებში (ინტელექტი)

გურამ ჯახუტაშვილი   -   ცოტაც და ბევრი ვიქნები შენთვის (უნივერსალი)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ცოტნე ავსაჯანიშვილი   -   ერთი ტანკიც სავკასთვის  (ინტელექტი)

ეკა ქევანიშვილი  -  ჰოლივუდი ვაგონის კედელზე (ინტელექტი)

ზაალ სამადაშვილი  -  რასაც ყველა ვერ ხედავს (ინტელექტი)

ნინო ლომაძე  - ჰალიოტის ირისი      (ინდიგო)

წლის საუკეთესო რომანი:

ლაშა ბუღაძე -   საქართველოს სახელით (სულაკაურის გამომცემლობა)

ბესო სოლომანაშვილი  -  ლუმპენ მილენიური (სულაკაურის გამომცემლობა)

თეა თოფურია - იაკობის ჭასთან (ინტელექტი)

დავით ქაშიაშვილი - რაღა დროს ტექნოა (ინტელექტი)

მაკა ჯოხაძე  - ისკარიოტის ეკლები (ინტელექტი)

ირაკლი სამსონაძე -  ნუციკოდან ნუციკომდე (ინტელექტი)

დავით ქართველიშვილი  -  მეგაპოლისი და ფიზიკური პირები (პალიტრა L)

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

მალხაზ ხარბედია -   შეთხზული მე (პალიტრა L)

დალილა ცატავა   -     გასტრონომიული სიზმრები (ინტელექტი)

ლაშა ბუღაძე   - საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ (სოვლაბი)

ქეთო ნინიძე   -  აპოკრიფული სადღეგრძელოები (მარტვილი)

დიანა ანფიმიადი -    აუტიზმი სახლსა და სკოლაში (არტანუჯი)

გია ხუხაშვილი    - კულისებს მიღმა - რა ღირს საქართველო? (პალიტრა L)

არჩილ ქიქოძე    - ინდოეთის დღიური (სულაკაურის გამომცემლობა)

ზაზა ბურჭულაძე  -   ჩემი სიმღერა (სულაკაურის გამომცემლობა)

წლის საუკეთესო დებიუტი:

ჯუდი ლი  -   ერთჯერადობის ეპოქა (კალმოსანი)

ლია ტოკლიკიშვილი   -  ნიუტონას დღიური (სულაკაურის გამომცემლობა)

ნატალი დარასელია  -   სააღდგომო მოკვდინება (კალმოსანი)

დალილა გოგია  -   მამა (Saba.com.ge)

6. პენცენტრის სპეციალური პრიზი გაიცემა დაჯილდოების დღეს.
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 11 ოქტომბერს, 18:00 საათზე.
პრემიის მხარდამჭერები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და ამერიკის პენცენტრი - Pen America.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა სსიპ „მწერალთა სახლმა“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. 2021 წლიდან, როცა მწერალთა სახლის ჟიურის მუშაობაში უხეშად ჩაერია კულტურის და სპორტის სამინისტრო და მწერლების უმეტესობამ პრემიას ბოიკოტი გამოუცხადა, „ლიტერას“ საქართველოს პენცნეტრი გასცემს.

 

პარტნიორები