სიახლეები

მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე „საქართველოს პენ-ცენტრის“ ახალი პრეზიდენტია

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2023-11-10 5082

მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე „საქართველოს პენ-ცენტრის“ ახალი პრეზიდენტია. არჩევნები გაიმართა 2023 წლის 30 სექტემბერს.
1998-2020 წლებში ხათუნა ცხადაძე ასწავლიდა ჯერ იტალიურ ენას, შემდეგ კი - თანამედროვე იტალიურ ლიტერატურას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2020 წლიდან ასწავლის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში.
ხათუნა ცხადაძეს ნათარგმნი აქვს იტალო კალვინოს, უმბერტო ეკოს, პიერ პაოლო პაზოლინის, ანტონიო ტაბუკის და სხვა იტალიელ ავტორთა ნაწარმოებები.

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები