სიახლეები

მუხთარლი 2 - საქართველომ ალიევს მორიგი პოტენციური მსხვერპლი გადასცა

×
ფოტო: ნეტგაზეთი
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 22411

საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი უფლებადამცველი ავთანდილ მამედოვი აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცა. როგორც უფლებადამცველის კოლეგა ილკინ რუსტამზადე გამოცემა “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, “მამედოვი გამოექცა ალიევის ხელისუფლებას და საქართველოში ითხოვდა თავშესაფარს”.

ალიევის რეჟიმის კრიტიკა ძვირი უჯდებათ ადგილობრივ აქტივისტებს. თითქმის ყველა ასეთი აქტივისტი ან ციხეშია, ან შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყველა დაპატიმრებულ აზერბაიჯანელ უფლებადამცველს აქვს ცრუ ბრალდებები წაყენებული (ნარკოტიკის ფლობა, თაღლითობა, გადასახადების დამალვა და ა.შ.). ხელისუფლება ასე ცდილობს, კრიტიკული აზრის განეიტრალებას. მამედოვის შემთხვევაც არაა გამონაკლისი - მას თაღლითობას ედავება რეჟიმი.

საქმე ისაა, რომ ავთანდილ მამედოვი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლების ყველაზე მძაფრი კრიტიკოსის, აფგან მუხთარლის თანამებრძოლი. ის რამდენიმე დღის წინ თბილისში სწორედ მუხთარლის ორი წლის წინანდელ გატაცებას აპროტესტებდა.

საერთაშორისო ნორმების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო ყველა გზით დაეცვა რეჟიმთან მებრძოლი ადამიანი, ამის სანაცვლოდ კი, მუხთარლის შემთხვევის მსგავსად, მამედოვიც გადასცა ავტორიტარულ რეჟიმს.

 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები