სიახლეები

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-03-30 9305
ცნობილი ქართველი პოეტი, პერფორმანს-არტისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ზურაბ რთველიაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
 
ზურაბ რთველიაშვილი ცნობილი პოეტია, როგორც საქრთველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი პოეტური კრებულები რამდენიმე ევროპულ ენაზეა თარგმნილი, ის პოეტური პერფორმანსებით მრავალჯერ წარდგა როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველისა და მაყურებლის წინაშე. გარდა შემოქმედებითი საქმიანობისა, ის ყოველთვის აქტიურად იბრძვის სიტყვის თავისუფლებისათვის,1987–1990 წლებში იგი აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა, დისიდენტურ მოძრაობაში, მოგვიანებით თანასწორობის ინსტიტუტის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.  2009 წელს  ზურა რთველიაშვილმა  საქართველო პოლიტიკური დევნილის სტატუსით დატოვა, რამდენიმე წლის წინ კი სამშობლოში დაბრუნდა.
 
საქართველოს პენცენტრი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ორგანიზაციის წევრს, ზურა რთველიაშვილს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები