განცხადებები

პენცენტრი ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის შესახებ

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2021-02-25 11887
24 იანვარს, ღამით ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს თავს დაესხნენ. როგორც თავად ჟურნალისტი ამბობს,  მას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული, როგორც მას, ისე მისი ოჯახის წევრს. თავდასხმის დროს იქვე იყო ვახო სანაიას მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც მომხდარის გამო მძიმე ემოციური სტრესი მიიღო.
 
ვახო სანაიას თქმით, მას გაუსწორდნენ ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ილანძღებოდნენ ტელეკომპანია "ფორმულას" (რომელშიც თავად დაზარალებული მუშაობს) და სხვა არასახელისუფლებო მედიის მიმართ. 
 
მნიშვნელოვანია, გამოძიება არ გაჭიანურდეს და სათანადო მუხლი მიუყენოს ბრალდებულებს. გამოძიებამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქმე ეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელის შეშლასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს. 
 
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ ღიად წახალისებულია სიძულვილის ენა, აგრესიული პროპაგანდა მედიის წინააღმდეგ, რის შედეგიც არის მსგავსი ტიპის დანაშაული. გარდა გამოძიების გამჭვირვალებისა, საჭიროა, რომ ხელისუფლება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, გაემიჯნოს ძალადობას. 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები