განცხადებები

პენცენტრის განცხადება სამირა ბაირამოვას საქმესთან დაკავშირებით

×
სამირა ბაირამოვა
ავტორის გვერდი pencenter.ge 2022-03-21 14754
14 მარტს “კონსერვატიული მოძრაობის” მარნეულის ოფისი უკრაინის დროშის ფერებში შეღება ადგილობრივმა უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ. ბაირამოვას არაძალადობრივ აქტს მოჰყვა  “კონსერვატიული მოძრაობის” (იგივე "ალტ ინფო") ვერბალური ძალადობა და საჯარო მუქარა აქტივისტის მიმართ. 
 
სამირა ბაირამოვას რეპუტაციის შელახვის მიზნით,  ღიად პრორუსულმა "კონსერვატიულმა მოძრაობამ" სცადა, აქტივისტი კონკრეტული პარტიის ნების გამტარად წარმოედგინა (სინამდვილეში, ბაირამოვა არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას), ამის შემდეგ კი ძალადობრივმა ჯგუფმა რელიგიური შუღლის ინიცირება სცადა და ბაიარამოვას ქრისტიანული ჯვრის შებღალვა დასწამა.
 
ვინაიდან საქმე გვაქვს ძალადობრივ ორგანიზაციასთან, რომელიც ადრეც შემჩნეულა მსგავს ქმედებებში, მიგვაჩნია, რომ საჭიროა დროული რეაგირება. 
 
საქართველოს პენცენტრი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროული და მკვეთრი ნაბიჯები გადადგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფლებადამცველის უსაფრთხოება. 
 
საქართველოს პენცენტრი მხარდაჭერას უცხადებს სამირა ბაირამოვას, რომელიც მშვიდობიანი და კანონიერი გზით ცდილობს პროტესტის გამოხატვას. 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები