სიახლეები

ნატა ლომოური საქართველოს პენცენტრის აღმასრულებელი დირექტორია

×
ავტორის გვერდი 2023-12-18 3051
ნატა ლომოური ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი და კულტურის მენეჯერია. 2011-2023 წლებში იყო მწერალთა სახლის დირექტორი, სადაც თავის გუნდთან ერთად საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ და საგანმანათლებლო პროექტს: თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, მწერალთა რეზიდენციას, დავით სარაჯიშვილის მემორიალურ მუზეუმსა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმს, ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული სტენდების პროექტებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე და ქართული ლიტერატურის თარგმანის პროგრამას.
2023 წელს ნატა ლომოური დაჯილდოვდა პრემია „საბას“ სპეციალური პრიზით „თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის“.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები