ღონისძიებები

ჩატარდა რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო სიმპოზიუმი

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2019-09-23 41693

23 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო "რუმსში" გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით „სიმპოზიუმი დემოკრატიული ფასეულობების დაცვისა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ“. ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს პენცენტრის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „ამერიკის პენცენტრის“ ორგანიზებით. 

სიმპოზიუმი დაიწყო დილის ათ საათზე, გახსნის ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ "საქართველოს პენცენტრის"
პრეზიდენტი პაატა შამუგია, "ამერიკის პენცენტრის" პრეზიდენტი თომას მელია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიქ ტილდესტრომი. 

სიმპოზიუმი ძირითად ნაწილში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო მწერლები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები