სიახლეები

საქართველოს პენ ცენტრი აცხადებს ლიტერატურულ პრემიას –"ლიტერა 2024"

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-03-05 5003

საქართველოს პენცენტრი აცხადებს ლიტერატურულ პრემიას, „ლიტერა 2024."

პრემია გაიცემა  6 ნომინაციაში.

  • 1.წლის საუკეთესო დებიუტი
  • 2.წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
  • 3.წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  • 4.წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  • 5.წლის საუკეთესო რომანი
  • 6.პენცენტრის სპეციალური პრიზი

 

ლიტერატურულ პრემიაზე საკონკურსოდ განიხილება 2023 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;

პრემიაზე წარდგენილი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა;

წიგნის კონკურსზე წარდგენა შეუძლია მხოლოდ გამომცემლობას.

კონკურსის შედეგებს აფასებს საქართველოს პენცენტრის მიერ შერჩეული  კონფიდენციალური ჟიური, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება.

გამონაკლისის სახით შესაძლოა პრემიის გაყოფა კონკრეტულ ნომინაციაში, ასეთ შემთხვევაში იყოფა საპრიზო თანხაც.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია, 4000 ლარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური წარადგენს ამა წლის ნოემბრის  ბოლოს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დეკემბერში.

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის სოციალურ სივრცე „ეზოტოპიაში“(ქიქოძის ქ. #16 )  უნდა წარმოადგინონ:

განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, პენცენტრის სახელზე. განაცხადის ფორმა იხ. დანართი 1.

საკონკურსოდ შერჩეული წიგნების 5  ეგზემპლარი;

წიგნების ჩაბარება შესაძლებელი იქნება 22 და 23 მარტს 13:00-19:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@pencenter.ge

ტელ: 577 573232, 593393866

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: Pen America და სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.

პროექტის მხარდამჭერია: სოციალური სივრცე „ეზოტოპია.“

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები